ხალხური მეთოდები ანგინის მკურნალობის დროს - ექიმი კომაროვსკის რჩევები - მშობლები

ხალხური მეთოდები ანგინის მკურნალობის დროს - ექიმი კომაროვსკის რჩევები

2016-05-22 15:49:29+04:00

ეს არ არის კომერცია, ეს ელემენტარული უვიცობაა ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში მასობრივად ქვეყნდება მასალა, რომელიც ანგინის მკურნალობის "ახალ მეთოდს" გვთავაზობს. ტექსტს თან ერთვის ეს სურათი: სურათის ბოლოს ჯადოსნური რეცეპტი წერია: თუ როგორ ავიღოთ სასწაულმოქმედი ბალახი, მოვადუღოთ, დავამატოთ, დავაყოვნოთ, დავლიოთ ან გამოვივლოთ და ყველაფერი გაივლის... ეს არ არის კომერცია, ეს ელემენტარული უვიცობაა.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო:

ანგინა - არ არის წითელი ყელი! ანგინა - არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ბაქტერია. თითქმის ყოველთვის ეს არის სტრეპტოკოკი.

ანგინის მკურნალობა ხდება მხოლოდ ანტიბიოტიკით.

ანგინა გაივლის ანტიბიოტიკების გარეშეც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მკვეთრად იზრდება ალბათობა მძიმე გართულებებისა. პირველ რიგში გულისა და თირკმლების მხრივ. რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, გლუმერულონეფრიტი - ყველა ეს დაავადება ანგინის ტიპური გართულებებია, იმის გამო, რომ სწორად არ ინიშნება ანტიბიოტიკი. მხოლოდ "ხალხური მეთოდები" ამ შემთხვევაში უძლურია.

ყელის ტკივილი - ექიმთან ვიზიტის აუცილებელი მიზეზია. მან უნდა დაადგინოს - ეს ვირუსული ინფექციაა (ვირუსული ფარინგიტი) თუ ბაქტერიული - ანგინა. პირველ შემთხვევაში ანტიბიოტიკი საჭირო არა რის. ხოლო მეორე შემთხვევაში საჭიროა მკურნალობა დროულად და სწორად შერჩეული ანტიბიოტიკით.

თუ ყელი მტკივნეულია და ცხვირიდან გამონადენი არ არის (სურდო არ არის) - ეს არ ჰგავს ვირუსულ ინფექციას! ამიტომ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

ნებისმიერი "ხალხური მეთოდები" ანგინის მკურნალობისა - დანაშაულია, რადგან ყოველივე ამას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოჰყვება სერიოზული გართულებები.

ნუ გაარცელებთ ანტიმეცნიერულ "სისულელეს" და თუ უკვე გაავრცელეთ - გამოასწორეთ შეცდომა.