"სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატად, რასაც შენი დაკარგვის გამო განვიცდით" "სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატად, რასაც შენი დაკარგვის გამო განვიცდით ჩვენო თბილო და ულამაზესო ქეთი. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული...", - ეს და ბევრი ასეთი გილისტკივილით სავსე სიტყვა ვრცელდება ორი დღეა სოციალურ ქსელში ულამაზესი გოგონას ფოტოსთან ერთად. ეს გოგონა ქეთი ჯაფარიძეა, მოდელი, რომელიც ბოლო წლებში ჩინეთში მღვაწეობდა - იქაურ პოდიუმზე იდგა და საინტერესო პროექტებში მონაწილეობდა... თუმცა ცოტა ხნის წინ ქეთი მოულოდნელად გახდა ცუდად, რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს და დამარცხდა ამ ბრძოლაში... ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი მფრინავი მენინგიტის ვირუსი იყო... ფაქტი ის არის, რომ ეს ულამაზესი გოგონა გარდაიცვალა და დიდი გულისტკივილი დაუტოვა ოჯახის წევრებს, ახლობელ ადამიანებს, სანაცნობოს, თაყვანისმცემლებს...
ასევე დას, ჟუკას, რომელიც ასევე წარმატებული მოდელია და დების სილამაზეს არაერთხელ აღუფრთოვანებია მაყურებელი.
იხილეთ ასევე: რა მდგომარეობამდე მიიყვანა პოდიუმზე მდგარი გოგონა მენინგიტმა
წაიკითხეთ ასევე: როგორ გადადის მენინგიტი და რით არის საშიში