ამ სოფელში ბიჭების უმრავლესობას 12 წლამდე არ ეზრდება სასქესო ორგანო და გოგოებად ზრდიან როდესაც ბავშვი იბადება, ექიმს შეუძლია მაშინვე თქვას, გოგო დიაბადა თუ ბიჭი. მაგრამ პატარა სოფელ სალინასში, დომინიკის რესპუბლიკაში, ზოგიერთ ბიჭს არ ეზრდება სასქესო ორგანო მანამ, სანამ არ მიაღწევს სქესობრივი სიმწიფის ასაკს. მანამდე კი მშობლები მათ ისე ზრდიან, როგორც გოგონებს. ეს ფენომენი აიხსნება იშვიათ გენეტიკურ დაავადებად, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ფერმენტის ნაკლებობით, რაც იწვევს ორგანიზმში ტესტესტერონის მოგვიანებით გამოსროლას. სალინასში ასეთ ბიჭებს "გევედოსებს" ეძახიან. ამ სიტყვის თარგმანი ასეთია: "პენისი 12 წლის ასაკში".
მეცნიერები არაერთი წელია სწავლობენ სოფელ სალინასის ფენომენს. სოფელში ძალიან ბევრი ისეთი ბიჭი იბადება, რომელიც ძალიან ჰგავს გოგოს მანამ, სანამ სქესობრივი მომწიფების ასაკში არ გამოუვა მამაკაცის სასქესო ორგანო.
"გამოკვლევებმა მიგვიყვანა უძლიერესი პრეპარატის შექმნამდე, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარება, - გვიყვება მაიკლ მოზლი, - ჩვენ შემთხვევით გავიცანით ჯონი, როდესაც ვიღებდით Countdown-ის ახალ სერიებს ბი-ბი-სი-სთვის. ეს გადაცემა არის იმაზე, თუ როგორ ვითარდება ჩანასახი დედის მუცელში და ეს განვითარება ნორმალურია თუ ანომალიური, როგორ გავლენას ახდენს ადამიანის მთელ ცხოვრებაზე.
ჯონი თავიდან ჩათვალეს ფელისიტად და ზრდიდნენ გოგოდ. ექიმები ასეთ ადამიანებს ფსევდოჰერმოფროდიტებს უწოდებენ. დაბადებისას ჯონს არ ჰქონდა კონკრეტული სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ჯონის ახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ იყო ფელისიტა, თუ როგორ დადიოდა წითელ კაბაში გამოწყობილი. ის ამბობს, რომ მას არასოდეს მოსწონდა ქალის ნივთები. "არ მიყვარდა გოგოსავით ჩაცმა და როდესაც ჩემთვის ყიდულობდნენ გოგოს სათამაშოებს, თითქმის არ ვთამაშობდი. პირიქით, როდესაც ვხედავდი ბიჭებს, მინდოდა მათთან ერთად ბურთის თამაში", - ამბობს ჯონი.
როდესაც ნათელი გახდა, რომ ჯონი ბიჭი იყო, მას დასცინოდნენ სკოლაში, ის კი მუშტებით ცდილობდა მათ მოგერიებას. ჩავწერეთ ინტერვიუ კარლასთან, რომელიც 7 წლისაა და სწორედ გარდატეხის ზღვარზეა, რათა გახდეს კარლოსი. კარლას დედა ამბობს, რომ დიდი ხანია შეამჩნია ბავშვს ცვლილებები. "როდესაც 5 წელი შეუსრულდა, შევამჩნიე, რომ ბიჭების დანახვაზე მათთან ერთად უნდოდა ყოფნა და ჩხუბი. მისმა კუნთებმა დაიწყეს ზრდა. ვამჩნევდი, რომ ბიჭად ყალიბდებოდა. მე მიყვარს ის. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭი", - ამბობს დედა.
სალინასში 90 დაბადებული ბავშვიდან 1 გევედოსია. სავარაუდოდ, ასეთი გადახრები განპირობებულია სოფლის გეოგრაფიული იზოლაციით. იმპერატო-მაკგინლის სამედიცინო კვლევების თანახმად, გოგონების ბიჭებად გარდაქმნის შემდეგ, თუ გოგონა გარდაიქმნა ბიჭად, მისი ყველა ორგანო ფუნქციონირებს ნორმალურად. თუმცა ზოგიერთი იკეთებს ოპერაციას და უპირატესობას ანიჭებს ქალად დარჩენას.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან დასკვნემდე მივიდა მკვლევარი: ბიჭი-გევედოსები ყოველთვის იჩენდნენ ინტერესს მხოლოდ გოგონების მიმართ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სექსუალური ლტოლვის დროს ჰორმონები თამაშობენ ძირითად როლს და არა აღზრდა. თუმცა, ეს თეზისი დღემდე კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგალითად, გადაღების ჩაწერის დროს გავიცანით მატი. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან მატი ბიჭს ჰგავდა, სინამდვილეში ის გოგო აღმოჩნდა. რაც შეეხება ჯონის, მას შემდეგ, რაც "გადაიქცა" ბიჭად, მას უკვე ჰქონდა რამდენიმე რომანი გოგონებთან. ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ ნამდვილი სიყვარულის ძიებაშია.