მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც ივნისს უკავშირდება.
1 ივნისი: წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა, ღირსი იოანე.
2 ივნისი: ღირსნი ზაბულონი და სოსანა (წმ. ნინოს მშობლები); მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი.
3 ივნისი: კონსტანტინე მეფე და დედა მისი ელენე დედოფალი.
4 ივნისი: მოწამე იოანე-ვლადიმერი, სერბეთის მთავარი.
5 ივნისი: წმიდა მოციქულთასწორი ნინო, წმ. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა; ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე; ღირსი მიქაელ აღმსარებელი.
6 ივნისი: ღირსი სვიმეონ მესვეტი, მოწამენი სტეფანე, იოანე.
7 ივნისი: წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა.
8 ივნისი: მოწამენი: ამბერკი და ელენე; ღირსი იოანე აღმსარებელი.
9 ივნისი: ღირსი ბასილი, ძე მეფისა ბაგრატ III-ისა; ღირსი მიქაელ პარეხელი; მოწამე თეოდორა ქალწული.
10 ივნისი: ამაღლების შემდგომი დღესასწაული. ღირსი ნიკიტა აღმსარებელი, ქალკედონელი ეპისკოპოსი.
11 ივნისი: მოწამე თეოდოსია ქალწული, ტვირელი.
12 ივნისი: მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა; ღირსი ისააკ აღმსარებელი.
13 ივნისი: მოწამე ერმეიოსი.
14 ივნისი: ღირსნი შიო ახალი, დავით, გაბრიელ და პავლე გარეჯელნი.
15 ივნისი: ღირსი დოდო გარეჯელი; წმინდა ნიკიფორე აღმსარებელი.
16 ივნისი: ღირსი დავით გარეჯელი; მოწამენი: ლუკილიანე, კლავდიოსი, იპატიოსი, პავლე, დიონისე და პავლა ქალწული.
17 ივნისი: მღვდელმოწამე ასტიოსი; ღირსი ზოსიმე.
18 ივნისი: სულის შაბათი. მღვდელმოწამისა დოროთე; მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრო, იპერექი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გორგიოსი; ღირსი თეოდორე საკვირველთმოქმედი.
19 ივნისი: სულთმოფენობა; წმიდა სამების დღე; ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი; ღირსი ილარიონ ახალი; ღირსნი ქალწულმოწამენი: არქელაია, თეკლა და სოსანა.
20 ივნისი: მოწამე თეოდოტე ანკვირელი; მღვდელმოწამე მარკელინე; მოწამენი: კალერია, კვირიაკია და მარიამი.
21 ივნისი: მოწამე თევდორე მღვდელი; ღირსი ზოსიმე ფინიკიელი.
22 ივნისი: მცხეთის ჯვრის დღესასწაული; ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი; წმინდა კირილე; მოწამენი: თეკლა, მართა და მარიამი.
23 ივნისი: მღვდელმოწამე ტიმოთე; მოწამენი ალექსანდრე და ანტონინა; ღირსი თეოფანე ანტიოქიელი; წმ. ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსი.
24 ივნისი: მოციქულნი ბართლომე და ბარნაბა.
25 ივნისი: ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელი; ღირსი ისიდორე სამთავნელი; ღირსი პეტრე ათონელი; ღირსნი: იოანე, ანდრია, ირაკლემონი და თეოფილე.
26 ივნისი: მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი; მოწამე ანტონინა; ღირსნი ანა და ძე მისი იოანე.
27 ივნისი: წინასწარმეტყველი ელისე; წმინდა მეთოდიოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი.
28 ივნისი: წმინდა ლაზარე, სერბეთის კეთილმორწმუნე მთავარი; წმინდა ეფრემი, სერბეთის პატრიარქი; ნეტარი ავგუსტინე.
29 ივნისი: მოწამე ქაიხოსრო ქართველი; წმინდა ტიხონი.
30 ივნისი: მოწამე შალვა ახალციხელი.