ორი შვილის დედა 110 კილოგრამს იწონიდა და ქმარმა სპორტდარბაზში ჩაწერა ბრიტანელი კლერ რაუსო ძალიან დიდხანს განიცდიდა სიმსუქნეს. 41 წლისა დაახლოებით 110 კილოგრამს იწონიდა. თუმცა ერთ დღესაც, მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა მისმა ქმარმა. მან ცოლი სპორტდარბაზში ჩაწერა და საბოლოოდ კლერმა არა მხოლოდ წონაში დაიკლო და იდეალურ ფორმებს მიაღწია, ბოდიბილდინგის ჩემპიონიც კი გახდა.
კლერის ქმარმა ადამმა ორი აბონემენტი იყიდა და თავადაც დაიწყო ვარჯიში. თუმცა მას იმდენი არ ჰქონდა დასაკლები, როგორც მის ცოლსა და მისი ორი შვილის დედას.
როგორც კლერი ამბობს, თავიდან ძალიან უჭირდა. თავი ყველაზე მსუქანი ეგონა და ყოველი ვარჯიშის დღე წამება იყო.
თუმცა მალე ჯანსაღი ცხოვრების წესმა მეტისმეტად გაიტაცა, უკვე ყოველდღე დადიოდა დარბაზში და იმაზე გაცილებით მეტს ვარჯიშობდა, ვიდრე წონის დასაკლებად სჭირდებოდა.
შედეგად, არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები დაიკლო, ცხოვრების სტილიც შეიცვალა. ჯანსაღი კერძების რეცეპტებს ინტერნეტში ეძებდა, ვარჯიშობდა და ბოდიბილდინგშიც ჩაერთო. დღეს სრულიად სხვანაირად გამოიყურება.
სხვათა შორის, მისმა ქმარმაც მკვეთრად დაიკლო და ტანიც დაიყენა. ახლა ორი მოზარდი ბიჭის მშობლები ყოველდღე ვარჯიშობენ და მაგალითად იქცნენ ბევრი მათნაირი ადამიანისთვის.