სარქის კარაპეტიანმა ცოლად 25 წლის სალომე კინწურაშვილი შეირთო (+ვიდეო) მოსკოვში გაველნიანმა დეველოპერმა და მილიარდერმა სამველ კარაპეტიანმა, რომელსაც კომპანია "ტაშირი" ეკუთვნის, უფროსი ვაჟის, სარქისის დაოჯახება იზეიმა.
სომეხი მილიარდერის 23 წლის ვაჟმა, სარქისმა ცოლად 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო. სალომე ონლაინ-პროექტის, buy-by-me.ru-ს თანამფლობელია.
მდიდრული ქორწილი უშველებელ რესტორან "საფისაში" შედგა, რომელიც, სხვათა შორის, აზერბაიჯანელების კუთვნილებაა და ამ ფაქტს საკმაო გამოხმაურებაც მოჰყვა.
ზეიმი ვიდეო-მილოცვით გაიხსნა, შემდეგ კი წყვილმა ჯერ სომხური და შემდეგ ქართული ცეკვა შეასრულა.
სხვათა შორის, ახალდაქორწინებულები არა მხოლოდ ფუფუნებაში გაზრდილი ახალგაზრდები არიან, არამედ ძალიან მშრომელებიც. სარქისი ფინანსური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მამის კომპანიის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, კომერციული ქონების ყიდვა-გაყიდვაზეა პასუხისმგებელი. სალომე კი მეგობრებთან ერთად დიზაინერული ნივთების ყიდვა-გაყიდვის ქსელს მართავს.
ქორწილში ხუთასზე მეტი სტუმარი იყო, მათ შორის, ძალიან ბევრი ცნობილი სახე. დარბაზი ცოცხალი ყვავილებით იყო მორთული. ქორწილს რვაარუსიანი საქორწილო ტორტი ამშვენებდა, რომელმაც ასევე აღაფრთოვანა საზოგადოება. ასევე შთამბეჭდავი იყო სალომეს კაბა, რომელიც დიზაინერ ელი სააბს ეკუთვნოდა, და ბრილიანტის გვირგვინი.
სტუმართა შორის სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც იყო, თუმცა მას რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ჩრდილავდნენ, საბოლოოდ კი, ყველას ყურადღება Maroon-5-მა მიიპყრო. ჯგუფის წევრები წინა დღეს რუსი მსმენელისთვის მღეროდნენ "ოლიმპიურ" სცენაზე, მერე კი, სოლიდური ჰონორარის საფასურად, უშუალოდ მიულოცეს ახალდაქორწინებულებს.
საღამო მიჰყავდათ ანდრეი მალახოვს, ვერა ბრეჟნევას და ტატიანა გევორქიანს.
მის გარდა იმღერეს ალა პუგაჩოვამ, მიხაილ ბასკოვმა, გრიგორი ლეპსმა, ვალერი მელაძემ, დიმა ბილანმა და სხვებმა. იხილეთ ვიდეო