ჰყავს მეუღლე და ორი შვილი... 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილი ესპანეთის ნაკრებთან მოგებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირია. სწორედ მას ეკუთვნის ერთადერთი გოლი, რომელიც ესპანეთის კარში თამაშის მე-40 წუთზე გავიდა.
ოქრიაშვილმა კარიერა დაიწყო რუსთავის "ოლიმპის" ახალგაზრდულ გუნდში. თამაშობდა კლუბ "გაგრაში", მოგვიანებით იჯარით აიყვანეს "დონეცკის შახტარში", მასში კლუბმა 1 მილიონი ევრო გადაიხადა. 2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ "გენკთან". 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა თურქულ საფეხბურთო კლუბ "ესქიშეჰირსფორს", რომელთანაც ცოტა ხნის წინ დაასრულა ურთიერთობა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. ოქრიაშვილი საკმაოდ წარმატებულ და ნაყოფიერ ფეხბურთელად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
რაც შეეხება მის ოჯახურ ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე - ლიკა მუზაშვილი და ორი შვილი. თორნიკეს და ლიკას სიყვარულს მრავალწლიანი ისტორია აქვს - წყვილმა ერთმანეთი 15 წლის ასაკში გაიცნო. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ძალიან რთული პერიოდი გადაიტანეს, დაქორწინების შემდეგ 2 თვე დაშორებულან კიდეც, მაგრამ მერე ურთიერთობა დაალაგეს და ახლა ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები