თითოეული პენი, რაც დაიხარჯა ჩემი შვილის დაბადების დღისთვის, ღირდა იმისთვის, რაც ჩემი თვალით ვნახე. აღფრთოვანებული ვარ მას შემდეგ, რაც ნიუიორკული ქორწილის ღირებულება 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა, ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახმა, მოკრივე ამირა ხანიმ, ორგანიზება გაუკეთა გრანდიოზულ დღეობას - თავისი 2 წლის გოგონა ლამისასთვის.
დღესასწაული მოკრივის საყვარელ სტადიონზე "მაკრონ სტედიუმზე" გაიმართა. მოწვეული იყო 250 სტუმარი და ზღაპრის გმირები დისნეის მულტფილმებიდან. ამირას მეუღლე - ფარიალიმ თითქმის სამი თვე მოანდომა დღესასწაულის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, რისთვისაც დახარჯა 145 ათასი დოლარი.
ამირი, 29 წლის ბრიტანელი მოკრივე, პაკისტანური წარმომავლობისაა. ფარიალი - 24 წლის ამერიკელია. ერთმანეთს ხვდებოდნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და 2012 წლის იანვარში ჰქონდათ ნიშნობა.
2013 წლის ივნისში წყვილი დაქორწინდა ნიუ-იორკის ოტელ "უოლდორფ-ასტორიაში". განმეორებითი ცერემონია ამირა ბოლტონმა მშობლიურ ქალაქში 4000 სტუმრის თანხლებით გადაიხადა. 2014 წელს მათ გოგონა შეეძინათ.
ამირმა თავისი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა: "როდესაც შევედი, ჩემი რეაქცია იყო ასეთი - ვაუ! ჩემმა მეუღლემ საოცრებები გააკეთა. სანამ ის დაკავებული იყო საორგანიზაციო საკითხებით, მე დავდიოდი ვარჯიშებზე. ყოველდღე ვიღებდი ახალ-ახალ ანგარიშებს - დახარჯული თანხების. ვფიქრობდი "ეს რიღასთვის სჭირდება?" ახლა კი დავრწმუნდი, რომ თითოეული პენი, რაც დაიხარჯა ჩემი შვილის დაბადების დღისთვის, ღირდა იმისთვის, რაც ჩემი თვალით ვნახე. აღფრთოვანებული ვარ!“
როგორც ფარიალმა აღნიშნა, ის არ აპირებს მსგავსი წვეულებების გამართვას ყოველდღე. "მინდოდა ორგანიზება გამეწია დასამახსოვრებელი წვეულებისთვის. 16 წლამდე მსგავსი აღარაფერი იქნება", - ამბობს მოკრივის მეუღლე.