"ჩემი გზავნილი ეხება ყველა დედას, რომლებმაც საკეისრო კვეთით გააჩინეს ბავშვი..."
რეი-ლი ახალგაზრდა დედაა სპრინგფილდიდან (მისურის შტატიდან). როდესაც მშობიარობის დრო მოახლოვდა, ექიმები იძულებული იყვნენ გაეკეთებინათ საკეისრო კვეთა. როცა რეი-ლიმ უთხრა თავის მეგობრებს, რომ საკეისრო კვეთით გააჩინა ბავშვი, პასუხად მოისმინა: "აა, საკეისროთი გააჩინე? გაგიმართლა, ალბათ რა ადვილი იყო, ვერაფერს გაიგებდი!". რეი-ლიმ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი ფოტოები, რომელიც ამტკიცებს, რომ საკეისრო კვეთა - რთული ოპერაციაა. აი, ასეთი კომენტარი დაურთო მან თავის ფოტოს:
"დიახ, ძალიან კომფორტულად ვიყავი პალატაში 38 საათი, სანამ ჩამი პატარა არ მოევლინა ქვეყანას, მას კუნთების შეკუმშვისგან კინაღამ გული გაუჩერდა. დიახ, არ იყო ჩემთვის შოკი ის, რომ ექიმებმა უეცრად გადაწყვიტეს საკეისრო კვეთის ჩატარება და დაიწყეს მზადება საოპერაციოდ. დამაყენეს ფაქტის წინაშე, რომ თუ ამას არ დავთანხმდებოდი, ბავშვი დაიღუპებოდა. უბრალოდ, არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს ოპერაციის მიმდინარეობისას.
სინამდვილეში ეს სარკაზმი იყო!
რეალურად ეს იყო აუტანელი ტკივილი, რაც კი გამომიცდია ჩემს ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ როგორია, როდესაც შენი სხეულიდან 50 სანტიმეტრიან ბავშვს ამოიყვანენ, რომელმაც უნდა გამოიაროს ცხიმის შრეები, კუნთები და შინაგანი ორგანოები.
გარწმუნებთ, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო...
შემდეგ ექთანი გთხოვს ადგომას. შენ კი ტკივილებისგან ძლივს დგები საწოლიდან. არ ვიღებ ზოგიერთის ირონიულ ნათქვამს, რომ: "საკეისროთი ბავშვის გაჩენა ძალიან მარტივია". მე ყველაზე ძლიერი ქალი ვარ. ასე მარტო მე არ ვთვლი, ჩემი შვილიც იგივე აზრისაა... მზად ვარ, ასეთი სატანჯველი კიდევ გამოვიარო, ოღონდ ჩემი შვილის ღიმილს ვუყურებდე".
არ ღირს იმაზე საუბარი, თუ რამდენი კომენტარი დააგროვა ამ პროვოკაციულმა პოსტმა. ბევრმა ქალმა, რომლებმაც გაიარეს ეს ტკივილები, მხურვალედ თანაუგრძნო მას. მისმა გზავნილმა 3800 "მოწონება" და 5 500 და "გაზიარება" მიიღო.
პასუხად ბედნიერმა დედამ პატარას სურათი დადო წარწერით: "დღეს შემისრულდა 1 თვე!" გვერდიდან ყოველთვის ადვილია ჭკუის დარიგება. ჩემი გზავნილი ეხება ყველა დედას, რომლებმაც საკეისრო კვეთით გააჩინეს ბავშვი".