სანაპიროზე ავარიისას დაღუპული 27 წლის ახალგაზრდა ცნობილი ექიმის ვაჟი იყო - მშობლები

სანაპიროზე ავარიისას დაღუპული 27 წლის ახალგაზრდა ცნობილი ექიმის ვაჟი იყო

2016-06-24 14:26:26+04:00

თორნიკე სუხიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა... ეს მისი პირველი ავარია არ იყო... გუშინ სანაპიროზე მომხდარ შემთხვევას 27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, იგი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებობდა ვერსია, თითქოს დიდი სისწრაფით მიმავალ მოტოციკლს პოლიცია აედევნა და ამ დროს მოხდა ავარია. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

როგორც გაირკვა, თორნიკე ცნობილი ექიმის, ჯაფარიძის კლინიკაში მომუშავე ოტოლარინგოლოგის დავით სუხიაშვილის ვაჟი გახლდათ. ბატონ დავითს უამრავი ბავშვისთვის გაუკეთებია გლანდებისა თუ პოლიპების ოპერაცია, მას ბევრი იცნობს და ბევრიც ემადლიერება.

mshoblebi

თორნიკეს ძალიან უყვარდა მოტოციკლის ტარება. ცნობილია, რომ ეს მისი პირველი ავარია არ იყო. მის ფეისბუქ-გვერდზე ასევე დევს კიდევ ერთი ავარიის ფოტოები, ოღონდ მაშინ მანქანით მოყვა ავარიაში. მაშინ გადარჩა, თუმცა სამწუხაროდ, ამჯერად აღარ გაუმართლა...

mshoblebi

სამძიმარს ვუცხადებთ ბატონ დავითს და მის ოჯახს.

იხილეთ ასევე:

"გული გამიჩერდა შვილო" - გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილი ცნობილი ექიმის ოჯახის წევრია