თუ ჩანთაში "საშენო" წიგნი გეგულება, მის წასაკითხად მყუდროდ მოკალათებას ყველგან შეძლებ საზაფხულო არდადეგებს წიგნი ისევე "უხდება", როგორც ჰამაკი და შლოპანცები. ყოველ შემთხვევაში, წიგნის მოყვარულები ასე ფიქრობენ. თავისუფალი დრო, დასვენებული გონება და სუფთა ჰაერი იდეალური პირობებია მორიგი წიგნის
"გასაცნობად". თინეიჯერებს, შეიძლება, იდეალური არდადეგები ცოტა სხვანაირად წარმოუდგენიათ, მაგრამ მათაც იციან, რომ თუ ჩანთაში "საშენო" წიგნი გეგულება, მის წასაკითხად მყუდროდ მოკალათებას ყველგან შეძლებ.
რა შეიძლება წაიკითხოს დასასვენებლად წასულმა ახალგაზრდამ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ძალიან ადვილია. წიგნის მაღაზიებში მთელი სერიებია წარმოდგენილი, რომლებიც სპეციალურად 13- 19 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. ეს სერია სახელწოდებით "ლიბერთინსი" უკვე უამრავი თინეიჯერის წიგნის თაროზეა. მეტიც, ბევრმა ბავშვმა სწორედ ამ წიგნების შემდეგ დაიწყო კითხვაც და ბიბლიოთეკის შევსებაც. ამ თანამედროვე გამოცემების სამყარო გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე კლასიკური საბავშვო თუ სათავგადასავლო ლიტერატურა.
ვინაიდან წიგნის მაღაზიებს კარგად ახსოვთ "ლიბერთინსის" გამოცემებზე შექმნილი რიგები, საზაფხულოდ წასაკითხი ლიტერატურის ჩამონათვალიც მარტივად შედგა. რა შეიძლება წაიკითხონ ზაფხულის არდადეგებზე თინეიჯერებმა? ამ ჩამონათვალში მხოლოდ ლიბერთინსის წიგნები არ შედის. რამდენიმე ნაწარმოები სხვა სერიებიდანაა. აქვე გთავაზობთ მოკლე ანოტაციებს, რათა უფრო იოლად აარჩიოთ თქვენთვის საინტერესო მათგანი.
წიგნის ქურდი - მარკუს ზუზაკი
1939, ნაცისტური გერმანია. ცხრა წლის ლიზელის მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნერს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას, ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე- ესჰიმელ- სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.
წყლის საიდუმლო - ემი იტერანტა
კაცობრიობამ უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა განიცადა, დედამიწამ სახე იცვალა, წელიწადის დროები ცარიელია.
17 წლის ნორიას ძალიან რთული მისია აქვს
ლაბირინთში მორბენალი - ჯეიმზ დაშნერი
ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება.
"სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში".
კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია.
მალე ყველაფერი შეიცვლება.
გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი. ის ბიჭებს შემაძრწუნებელ ახალ ამბავს მოუტანს.
ჰოლი სმეილი- გიკი გოგო
გიკი + მოდელი = გამდიდრებას გრაფიტის ახალი კოლექციით, მაგრამ ბიჭების არაფერი გაეგება. ეს ცხადია. ტოკიოში თავბრუდამხვევი მოგზაურობისა და სამოდელო სამუშაოს შესრულებისას, ჰარიეტს მოუწევს, მისი ინტელექტუალური რესურსი სრულად გამოიყენოს, რათა განსაზღვროს, როგორ მოიქცეს სამომავლოდ..
გეილ ფორმანი - სად წავიდა
ელის სიბოლდი - საყვარელი ძვლები
დელირიუმი - ლორენ ოლივერი
მერისა მეიერის - სინდერი
მე აქ ვიყავი- გეილ ფორმანი
PlayList- ის საიდუმლო - მიშელ ფალკოფი
სიკვდილით განკურნება - ჯეიმზ დაშნერი
ონლაინგოგო- ზოი საგი
პენის საიდუმლო აქვს, ის ბლოგერი ხდება და იწყებს წერას მეგობრობაზე, ბიჭებზე, სკოლის ამბებზე, თავის არაჩვეულებრივ ოჯახსა და შიშზე, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია და მოსვენებას უკარგავს. ვინაიდან პენის ამ თემებზე საუბარი ღიად არ სურს, ფსევდონიმს ირჩევს – ონლაინგოგო. როცა რეალურ ცხოვრებაში, კერძოდ სკოლაში, ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბება, პენის მშობლები გადაწყვეტენ, დათანხმდნენ ხელსაყრელ წინადადებას და საშობაოდ, შვილებთან ერთად გაემგზავრონ ნიუ- იორკში, სადაც სასტუმრო "უოლდორფ ასტორიაში" ქორწილის ორგანიზება ევალებათ. სწორედ იქ გაიცნობს პენი ნოეს – მოხდენილ, გიტარით გატაცებულ ამერიკელს. შეყვარებული ონლაინგოგო "ბრუკლინელ ბიჭთან" გატარებულ ყოველ დღეს თავის ბლოგზე წერს. ნოეც რაღაც მნიშვნელოვანს მალავს, როცა ორივე საიდუმლო ერთდროულად გამჟღავნდება და მთავარი გმირების სიყვარულს საფრთხე დაემუქრება, საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან მას პენი და ნოე.
ლურჯის ძიება- ლუის ლოური
ლეგენდა- მერი ლუ
თხუთმეტი წლის დეი ქვეყნის პირველი
ძებნილია. თუმცა, არც ისეთი ბოროტმოქმედია, როგორიც ჰგონიათ.
თხუთმეტი წლის ჯუნი კი რესპუბლიკის ერთ- ერთი უმდიდრესი რაიონის
ელიტურ ოჯახში დაბადებული სამხედრო გენიოსია. ჯუნისა და
დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა ძალიან საინტერესო აღმოჩნდება
ელინორი & პარკი
მეხუთე ტალღა (რიკ იანსი)
პირველი ტალღის შემდეგ დედამიწაზე წყვდიადმა დაისადგურა. მეორეს მხოლოდ იღბლიანები გაექცნენ, მესამეს მხოლოდ უიღბლონი გადაურჩნენ. მეოთხემ კი ერთადერთი წესი დატოვა: არავის ენდო! ახლა მეხუთე ტალღის განთიადია! რას მოიტანს ის? მარტო დარჩენილმა კესიმ უკვე იცის, რომ ისინი ‒ უცხოპლანეტელები ‒ ჩვენ შორის არიან და გადარჩენილებს ხოცავენ.
პირველი მოთამაშე, მოემზადე! - ერნესტ კლაინი
როგორც კაცობრიობის დიდი ნაწილი, უეიდ უოთსიც, პირქუში გარემოსგან თავდასაღწევად, მთელ დროს ოაზისში ატარებს - უზარმაზარ ვირტუალურ უტოპიაში, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, იცხოვრო, ითამაშო და იპოვო გულისსწორი. და როგორც ყველა, უეიდიც ოცნებობს, მოიპოვოს სანუკვარი პრიზი. რომელიც ამ ვირტუალურ სამყაროშია დამალული. ოაზისის შემქმნელმა, მილიარდელმა, ჯეიმზ ჰელიდეიმ, ათასი თავსატეხი დააპროგრამა მაძებართათვის, სამაგიეროდ, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, უზარმაზარი თანხის მფლობელი გახდება, უკვე, რეალურ სამყაროში.
პანდემონიუმი (ლორენ ოლივერი)
არ ილაპარაკო (ბეკა ფიცპატრიკი)
მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა- ჯესი ენდრიუსი
ეს არის წიგნი იმ ბიჭებზე, რომლებიც თავს აჩვენებენ, თითქოს სასტიკები და ცინიკოსები არიან, სინამდვილეში კი კეთილი გული აქვთ და მეგობრობა იციან. ასეთია გრეგი და მისი ძმაკაცი ერლი. გოგონა კი, რომელიც ლევკემიით იტანჯება, მათი სკოლელია, თუმცა ბიჭების ყურადღებითა და სიმპათიით არ სარგებლობს. ყველაფერი შეიცვლება მაშინ, როცა ისინი უჩვეულო გარემოებაში ერთად აღმოჩნდებიან, როცა მათი გზები გადაიკვეთება და როცა კინოკამერა ჩაირთვება!
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი- სილმარილიონი
ამ წიგნში თქვენ გაეცნობით ტოლკინის გამოგონილ, გასაოცარ სამყაროს. თქვენ წინაშეა მატიანე შუახმელეთისა და მთელი ქვეყნიერებისა; ბერენისა და ლუთიენის ამბავი, ტრაგიკული თავგადასავალი ტურინ ტურამბარისა; ელფთა, ჯუჯათა, კაცთა, ორკთა და სხვა კეთილ თუ ბოროტ არსებათა ბევრისთვის უკვე ნაცნობ თუ უცნობ გმირთა წარმოშობის ისტორია ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს.
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებელი
უნიკალური ჯადოქრული სამყაროს შემქმნელი მწერლის, მთელ მსოფლიოში უპოპულარულესი წიგნების ავტორის 6- ტომეული ნებისმიერი ქართველი მკითხველის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს