"ინტრიგა გინდათ თუ გული შეგტკივათ?" მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში ჩამოყვანისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ელენე თარგამაძე "ეტანიუსის" საშუალებით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს.
გთავაზობთ ელენე თარგამაძის მიმართვას:
"ქალბატონო ნანუკა, იქნებ დაგერეკათ ჩვენთვის და გეკითხათ საქმის ვითარება. როცა კარგი რეიტინგი და ექსკლუზივი გინდოდათ, ლამის კარი შემოგვილეწეთ და ახლა ვერ მოგვაწვდინეთ ხმა, თუ რა ხდება?
ჩვენ მიხეილის დედასთან ვართ ამ საკითხზე შეთანხმებულები - თანხა, რომელიც თეატრებიდან შეგროვდა დაჯდება ისრაელის კლინიკის ანგარიშზე (კლინიკა, რომელიც ასევე ჩვენ მოვუძებნეთ) სანამ მიხეილი სამკურნალოდ წავა. სწორედ ამ დროს დაჯდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა, 10 000 ლარი (ამ დაფინანსების მოპოვებაშიც ჩვენი მეგობრები დაგვეხმარმენ) და მერიის მიერ დაფინანსებული 5 000 ლარი, რომლის მოპოვებაშიც ასევე ჩვენი მეგობარი დაგვეხმარა. განაგრძეთ კითხვა