ბავშვს უნდოდა დედისთვის ეჩვენებინ, რა ისწავლა იმ დღეს ბაღში
სტეისი უერმანი მიჩიგანის შტატში ცხოვრობს. ერთხელ შეესწრო, როგორ თამაშობდა მისი გოგონა საპირფარეშოში. დედამ შვილს ფოტო გადაუღო, უნდოდა ქმრისთვის გაეგზავნა, გოგონამ კი, როდესაც საკუთარ ფოტოს შეხედა უამბო, რომ კი არ თამაშობდა, ბაღში ნასწავლ გაკვეთილს იმეორებდა. დედის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
სტეისიმ შვილის მონათხრობი სოციალურ ქსელშო დადო და ამ გზავნილს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
აღმოჩნდა, რომ 4 წლის გოგონა შემთხვევით სულაც არ ამძვრალა უნიტაზზე. ბავშვს უნდოდა დედისთვის ეჩვენებინ, რა ისწავლა იმ დღეს ბაღში. თურმე 3-4-წლიანი ჯგუფის ბავშვებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევით ტერორისტების თავდასხმის ობიექტები გახდებიან.
გაკვეთილზე საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ტერორისტული თავდასხმის დროს ვინმე საპირფარეშოში აღმოჩნდებოდა, აუცილებლად უნდა ამძვრალიყო უნიტაზზე, რათა ტერორისტებს მათი ფეხები არ დაენახათ. ასე ისინი უფრო საიმედოდ იქნებოდნენ დამალულები.
"პოლიტიკოსებო, შეხედეთ ამ ფოტოს, თქვენს გამო ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობა მუდმივი შიშის ქვეშ უნდა იცხოვრონ. 3-4 წლის ბავშვებმა უკვე იციან, რა უნდა გააკეთონ ტერორისტების თავდასხმის დროს. ჩვენს შვილებს მზიანი, უღრუბლო ცა და მშვიდობა წაართვეს. მე არ ვთვლი, რომ იარაღის ტარების კონტროლის გამკაცრება ყველა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ მოდით ვცადოთ, რატომ უნდა ატარებდეს ადამაინი იარაღს ჯიბით?" - წერს სტეისი.
ვერაფერს იტყვი, სტეისის ყოველი სიტყვა მიზანს ხვდება. თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს ამაზე. დავუბრუნოთ ჩვენს შვილებს უღრუბლო ცა!