უპასუხე ტესტის შეკითხვებს, შეაჯამე ქულები და გაიგებ, ხარ თუ არა მოწოდებით მხატვარი.
1. შენს ჩანთაში სჭარბობს...
ა) ბლოკნოტები და კალმები;
ბ) სახატავი ფანქრები და აკვარელის საღებავები;
გ) ბუტერბროდები და ფუნთუშები.
2. საღამოობით შენი საყვარელი გასართობია:
ა) ტელევიზორის ყურება;
ბ) მუსიკის მოსმენა;
გ) დილით დაწყებული ნახატის დასრულება.
3. ხატვის გაკვეთილზე თავისუფალი თემა მოგცეს. რას დახატავ?
ა) კვადრატებს;
ბ) მასწავლებლის პორტრეტს;
გ) მეგობრისგან რაიმეს გადაიხატავ.
4. როგორ გამოიყენებ ქაღალდის ნაგლეჯს?
ა) რაიმეს ჩახატავ;
ბ) თვითმფრინავს გააკეთებ;
გ) დაჭმუჭნი და ურნაში გადაუძახებ.
5. რას ისურვებდი დაბადების დღეზე?
ა) მოლბერტს და პალიტრას;
ბ) დისკს ახალი კომპიუტერული თამაშით;
გ) საინტერესო წიგნს.
შეაჯამე ქულები:
1. ა=2 ბ=3 გ=1
2. ა=1 ბ=2 გ=3
3. ა=1 ბ=3 გ=2
4. ა=3 ბ=2 გ=1
5. ა=3 ბ=1 გ=2
წაიკითხე პასუხები:
5-8 ქულა
შენ და ხატვა ძალიან შორს დგახართ ერთმანეთისგან. შეიძლება იმიტომ, რომ არასდროს გაგჩენია სურვილი, რაიმე დაგეხატა. აბა სცადე, აიღე საღებავები, ფურცელი და დახატე, თუნდაც უბრალო ყვავილი. შეიძლება, იმხელა სიამოვნება მიიღო, რომ ფუნჯი ხელიდან აღარ გაუშვა.
9-11 ქულა
მხატვრობაშიც ერკვევი და ცოტ-ცოტას ხატავ კიდეც, მაგრამ ამ საქმიანობას, რატომღაც სერიოზულად არ უდგები. არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღესაც შენში ფიროსმანმა ან გუდიაშვილმა გაიღვიძოს.
12-15 ქულა
შენ უკვე ჩამოყალიბებული, სერიოზული მხატვარი ხარ. პერსონალურ გამოფენებსაც აწყობ და ერთი სული გაქვს, მალე გაიზარდო, რომ მსოფლიომ გაგიცნოს.