ის რაც ახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ხდება, ჰოლივუდური ფანტასტიკის სცენარს ჰგავს, თუმცა საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. ის რაც ახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ხდება, ჰოლივუდური ფანტასტიკის სცენარს ჰგავს, თუმცა საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. კუმისელების თქმით, შავმანტიამოსხმული მამაკაცი, რომელსაც ქუდი ახურავს და სახე შეღებილი აქვს, ეზოებში იპარება, კარ-ფანჯრებს ჩხაპნის, მერე გარბის და უცნაურ ხმებს გამოსცემს.
ასე გრძელდება უკვე რამდენიმე კვირაა, სწორედ ამ მიზეზით სოფლის მოსახლეობის ნაწილი სხვა სოფლებში გაიქცა და ნათესავებს შეაფარეს თავი. კუმისში მთელი ღამე პატრულირებენ სამართალდამცველები, თუმცა ჯერ ვერ მოხერხდა უცნობის დაკავება. რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრა" სოფელ კუმისს ესტუმრა და სტატია მოამზადა. გთავაზობთ ადგილობრივთა მონაყოლიდან რამდენიმე ამონარიდს:
- ვინ არის და რა უნდა, ვერ გავიგეთ. ბავშვი უკვე დღისითაც ვერ გამომიშვია გარეთ. ორ კვირაზე მეტია, ასე გრძელდება, რა გახდა მისი დაჭერა, ვერ გავიგეთ... გუშინ შუაღამისას ბიცოლაჩემის ოჯახში მისულა და შეუშინებია.