ეს შეცდომა კი ძვირად გვიჯდება სწორად შერჩეულ მაკიაჟს ნამდვილად შეუძლია ხარვეზების დაფარვაც და სახის გაახალგაზრდავებაც. შეცდომა კი ძვირად გვიჯდება. წარმოგიდგენთ ყოველდღიური მაკიაჟის ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს.
ზედმეტი ტონალური
წლითიწლობით ჩვენი კანი თანდათან თხელდება, ფერმკრთალდება, შესაბამისად, ტონალური კრემის ფენაც სქელდება. ეს შეცდომაა. მაკიაჟის სქელი ფენა კანს უფრო ჩამოშვებულის ეფეტს ანიჭებს. ამის გარდა სქელი ფენა პირდაპირ ნაოჭებში ჩადის და კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის მათ.
მუქი პომადა
ასაკთან ერთად ჩვენი ტუჩები თხელდება. მუქი პომადა მათ კიდევ უფრო თხელს აჩენს. გირჩევთ, უფრო ნათელი და არამკვეთრი ფერები შეარჩიოთ.
თვალის ჩრდილები ბზინავი ნამცეცებით
მართალია, ძალიან ლამაზია, სინამდვილეში ეს ჩრდილები მაკიაჟის შეცდომადაა აღიარებული. ისინი თვალების ირგვლივ ნაოჭებს უსვამენ ხაზს. კოსმეტიკის ეს ხაზი 25 წლამდე ქალბატონებისთვისაა.
ყავისფერი რუჟი
როგორც აღვნიშნეთ, 35-40 წლის შემდეგ კანი მოშვებას იწყებს. ლოყებიც ჩამოვარდნილს ჰგავს. ყავისფერი რუჟი ამ უსიამოვნო ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.