ჩემოდანს ოდნავ ვხდიდი თავს, რომ სახლის სურნელი შემეყნოსა. მერე სწრაფად ვხურავდი, რათა ეს სუნი მთლიანად არ გამქრალიყო შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ რუსეთში აღიარებული ქართველი მომღერალი, დიანა ღურწკაია ბავშვობიდან სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა. პატარა გოგონასთვის ძალიან მძიმე იყო დედ-მამასთან თვეობით განშორება და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება. დიანამ რუსი მაყურებლისთვის თბილისში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ნტერნატში განვლილი ეს მძიმე დღეები გაიხსენა. დედასთან დაშორებით გამოწვეული უსინათლო პატარა გოგონას განცდები ყოველკვირეული შოუს, Ты не поверишь! თემად იქცა.
დიანა ღურწკაია ჟურნალისტებთან ერთად თავად ეწვია ავლაბარში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატს და კამერის წინ თვალცრემლიანმა გაიხსენა ის 11 წელი, რომელიც მშობლებისგან შორს, სკოლის კედლებში გაატარა.
"ღამ-ღამობით მესიზმრებოდა დედა, გაღვიძებისთანავე კი ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. კარადაში შენახულ ჩემოდანს ოდნავ ვხდიდი თავს, რომ სახლის სურნელი შემეყნოსა. მერე სწრაფად ვხურავდი, რათა ეს სუნი ჩემოდნიდან მთლიანად არ გამქრალიყო. ამ კედლებში თავმოყრილია ყველაფერი - ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და მონატრებაც", - აცხადებს მომღერალი ვიდეოსიუჟეტში.
НТВ-ს ჟურნალისტებმა შოუსთვის დიანას მამა გუდუ ღურწკაიაც ჩაწერეს.
"ეს სკოლა რომ არა, დიანას განათლების მიღებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რადგან ასე ვიტანჯებოდით მთელი ოჯახი, ერთხელ წამოვიყვანეთ სახლში და გადავწყვიტეთ სწავლა შეეწყვიტა, მაგრამ მასწავლებლებმა ჩამოაკითხეს და მალე უკან დავაბრუნეთ", - იხსენებს გუდუ ღურწკაია.
ინტერნატში მისულმა მომღერალმა ნაცნობი შენობა ერთხელ კიდევ დაათვალიერა და კამერის წინ ბევრი რამ გაიხსენა. ისიც, თუ როგორ არწმუნებდა მუსიკის მასწავლებელი, რომ მუსიკალურ სფეროში ვერაფერს მიაღწევდა.
ყველაფრის მიუხედავად, მშობლების გადაწყვეტილებას დიანა გამართლებულად მიიჩნევს, ვინაიდან რომ არა სკოლა-ინტერნატი, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა დიდ სცენაზე.
იხილეთ ვიდეო