”სულაც არ მინდა, იმაზე ვიფიქრო, ცხოვრება რომ აუწყობელი გვაქვს, ჯერ რომ ვერ დავიბუდეთ ვერსად...” ყველას ახსოვს ტრაგიკულად დაღუპული მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი, რომელიც ორ შვილთან ერთად საშინელ ავარიას ემსხვერპლა. თეონასა და გელა დაიაურის სიყვარულის ამბავზე ჯერ კიდევ ამ ტრაგიკულ ამბამდე ჰყვებოდა ბევრი. მას მერე კი მათი საოცარი ურთიერთგაგებისა და სიყვარულის შესახებ კიდევ უფრო ცხადი გახდა...
დღეს ნინო ქუმსიაშვილმა გაავრცელა თეონას ერთ-ერთი წერილი, გელასადმი მიწერილი, რომელიც სითბოთი და სიყვარულით არის სავსე, ქმრისადმი.
თეოს წერილებიდან გელას!
”შენ კიდე მეუბნები, ნუ იტირებო.... არადა, როცა სიტყვები გულის გულში გაივლის, როცა სიხარულისა და ტკივილის ჟრუანტელი ერთდროულად დაგივლის, ძნელია თავი შეიკაოს ქალმა, რომელსაც შენი სიყვარული სწორედ რომ დედა ღვთისმშობელმა უწყალობა. მადლობა უფალს.... მე ჩვენი შვილის დედა ვარ. შენ დიდი მადლობა, სიხარულო, თბილი სიტყვებისთვის, გულწრფელი გრძნობებისთვის, ჩემი ოცნების ახდენისთვის...
ამ მეილს გუშინ გწერდი და ვეღარ გავაგრძელე მეზობლების გამო :) ძალიან მიყვარხარ....
ძნელია უშენობა, ცუდია... დღეს ისე უცებ გამიქრი, რატო ნეტა... ახლა მარტო ვარ სახლში და ჩემ ჯინაზე ინტერნეტი იყო გათიშული. იცი, ძალიან მომენატრე უკვე, სულ შენზე მინდა ვილაპარაკო. გაბრაზებ ხანდახან, ვიცი, თუნდაც იმით, ბევრს რომ ვერ გწერ. არადა, როგორ მიყვარახარ, როგორ არ მინდა ხოლმე, რომ გაწყენინო, როგორ არ მინდა, ნეტა იცოდე. იცი, სულაც არ მინდა, იმაზე ვიფიქრო, ცხოვრება რომ აუწყობელი გვაქვს, ჯერ რომ ვერ დავიბუდეთ ვერსად, უფალი მოწყალეა და ყველაფერში დაგვეხმარება.
რამდენ ოჯახს ვუყურებ, თითქოსდა ყველაფერი აქვთ, მაგრამ ცარიელები დადიან ამ ქვეყანაზე, უსიყვარულოდ, უიმედოთ, სასოწარკვეთილები, და რომ დავფიქრდები ჩვენ, რამხელა წყალობის ღირსნი გავხდით, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ სული ვიპოვეთ და არა ხორცი, რაღაც მატერია. არ მინდა იფიქრო, რომ აქ რამეს წარმოვადგენ, უკვე აღარაფერს. ან რამე მახარებს შენს გარეშე, არ დაიჯერო! უბრალოდ ვცდილობ, დარდმა არ დამთრგუნოს, თან ამ მდგომარეობაში. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ჩემი ამოსუნთქვა. ძალიან მიყვარხარ კუნწულ, ძალიან... პატარამ მოგიკითხა დიდი სიყვარულით :))) გკოცნით.”
04.03. 08