ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ იმით არის დაკავებული, მთელ მსოფლიოს შთააგონოს, რა ცუდია დედობა, რა საშინელებაა მამობა დაიჯერებთ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ იმით არის დაკავებული, მთელ მსოფლიოს შთააგონოს, რა ცუდია დედობა, რა საშინელებაა მამობა, რომ ბავშვებზე უფრო საშინელი არსებები არ არსებობენ. ეს ადამიანები საკმაოდ ჭკვიანები და კრეატიულები არიან, საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებენ და მართლაც ახერხებენ, ადამიანები დააჯერონ, რომ შვილის გაჩენა ნამდვილი უბედურებაა. დიახ, ეს ფუნჩულა, თბილი და ტკბილი პატარები მონსტრებად უნდა მოაჩვენონ კაცობრიობას...
მიხვდით, ალბათ, ვის ვგულისხმობთ... ეს ადამიანები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შექმნისა და გასაღების სფეროში "მოღვაწეობენ", თან ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ორიგინალურად, დამაჯერებლად და კრეატულად დაარწმუნებს ნახევარ მსოფლიოს ბავშვების მთელ "არასაჭიროებაში". ორიგინალური იდეების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. წარმოგიდგენთ პრეზერვატივების ყველაზე ანტიბავშვურ რეკლამებს.
"ნება არ მისცე, დაგიმსხვრიოს ოცნება" - ამ პროვოკაციული სათაურით კომპანია Lovers Plus-მა პრეზერვატივების ახალი სერია გამოუშვა. ეს მათი სარეკლამო პლაკატებია.
ამ რეკლამის სლოგანი კი ასე ჟღერს "გინდა შენი ნივთები სულ შენთან დარჩნენ?"
ხოლო ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ კი შვილის გაჩენა მართლა აღარ მოუნდება ბევრს
იხილეთ ვიდეო