"მიშველეთ, რა გავაკეთო, როგორ ვიცხოვრო, ხალხო!" - ლიზა ყენიას მეგობარი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - მშობლები

"მიშველეთ, რა გავაკეთო, როგორ ვიცხოვრო, ხალხო!" - ლიზა ყენიას მეგობარი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2016-07-28 06:58:14+04:00

19 წლის ბიჭის ცხედარი დღეს მაშველებმა ბათუმში, ზღვაში იპოვეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ 19 წლის დათა მღებრიშვილს. ლიზა ყენიამ თავის ფეისბუქ-გვერდზე არაერთხელ დაწერა, რომ თავის საყვარელ ადამიანს ეძებდა და ყველას სთხოვდა, მის პოვნაში დახმარებოდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ლიზამ ვიდეომიმართვაც ჩაწერა და უკანასკნელი კადრიც მოიპოვა და გაავრცელა, რომელზეც დაფიქსირებულია დათა ბათუმში.

"ბოლო კადრი დათასი! ამ ადამიანებს გამოართვა სიგარეტი და ზღვისკენ წავიდა, ვინ არიან ეს ადამიანები, იქნებ გამომეხმაუროთ, თუ იცნობთ თავს! ბათუმის ბულვარია."

mshoblebiმანამდე ლიზა დათასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა და სთხოვდა, გამოჩენილიყო და დაერეკა:

"ჩემო სიცოცხლე!!!!!! რატო ხდება ასე? რატო შვები ამას!! დარწმუნებული ვარ, კითხულობ და მთელი გულით გთხოვ, დამირეკე. ჩვენი გეგმები ხომ არ დაგავიწყდა?!!!"

mshoblebi

თუმცა სამწუხაროდ, დათა ბათუმში მაშველებმა ზღვაში იპოვეს, უკვე გარდაცვლილი. ამის შესახებ დღეს ლიზას მეგობრებმაც გაიგეს მისი პოსტით:

"ღმერთო, მიშველეთ, რა გავაკეთო... როგორ ვიცხოვრო ხალხნო, რა გავაკეთო, ცოცხლად რომ ვკვდები. ჩემო პატარაააააააააა !!!!!!!!! აუფ, დამთავრდააააა მორჩა. დამტოვაააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!"

mshoblebi

დათას გარდაცვალებას მამა პეტრე კვარაცხელიაც გამოეხმაურა: "ჩემს მამა თეიმურაზს, ძალიან ნიჭიერს და განათლებულს, უმძიმესი ჟამი დაადგა. დათას შვილივით ზრდიდა. მე მაინც ვიცი, რამდენი ფიქრი, დარდი, მწუხარება, მზრუნველობა ჰქონდა დათას მიმართ. ხან სიბრაზით, ხანაც დაყვავებით ცდილობდა მასთან ურთიერთობის დამყარებას. როგორ უნდოდა, სასურველი შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ ამისთვის?! დათა, შვილო, რატომ გადაწყვიტე, ზღვას გამოერიყა შენი ცხედარი...დედაშენზე ვერც ვფიქრობ, რა ვუყო მამა თეიმურაზს... რა ვქნა...".