პატარა ანასტასია ერთი თვის გახდა... 11 ივლისს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაბუა გახდა. მის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილს გოგონა შეეძინა. პატარას სახელად ანასტასია დაარქვეს.
დღეს, ანასტასია 1 თვის გახდა. როგორც ანას ფეისბუქიდან ჩანს, ოჯახი ძეგვში ისვენებს. სხვა ცნობილების მსგავსად, ანაც მიჰყვება ბოლო დროს გავრცელებულ ტენდენციას და ახალშობილის ფოტოებს არ ასაჯაროებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ, მშობიარობის შემდეგ, პირველი ფოტოები გამოაქვეყნა.
თეკლა ჟვანია