მათ შორის ერთი, 16 წლის სტიქაროსანი გიგი კაცაძეა... კიდევ ერთი ავტოკატასტროფა მოხდა, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ავარია სამტრედიასთან დაფნარის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილში მსხდომი სამივე ახალგაზრდა გარდაიცვალა, მათ შორისაა ჯგუფ "არგოს" მომღერალი შალვა კაცაძე და მისი ბიძაშვილი, 16 წლის სტიქაროსანი გიგი კაცაძე.
ამ საშინელ ამბავს ინტერნეტმომხმარებელი გიორგი კახიძე ავრცელებს:
"ნახევარი საათის უკან დამირეკა მამაომ და უსაშინლესი ამბავი შემატყობინა!!!!!
ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი, მამაოს ყოფილი მოსწავლისა და უახლოესი მეგობრის - ვლადიმერ კაცაძის უფროსი ვაჟი, გიგი კაცაძე (15-16 წლის ბავშვი!) ამ დილას საშინელ ავტოკატასტროფაში დაღუპულა 2 თავის მეგობარ ბიჭთან ერთად! ტრაილერს შეჟახებიან და მთლად აზელილები ძლივს ამოუცნიათ მაშველებს...
ღმერთო დიდებულო! ღმერთოოოოოოოოო!!!!!
არა! არა! მაინც არ გკითხავ - რატომ?! არ გკითხავ! შენ იცი ყველაფერი რატომ და რისთვისაც...
ცუდად ვარ ძალიან! რით ვანუგეშო? რა ვუთხრა განადგურებულ მამამისს და ოჯახს????? სად მოვნახო, ან და რა სიტყვები გამოვძებნო ასეთ დროს? ალბად მხოლოდ მისვლა და სიჩუმე...
მამაო ახლა გზაშია და ვანში მიემგზავრება, მათთან....
მამაოც განადგურებულია, ძლივს მესაუბრებოდა... ახლა მან უნდა აუგოს წესი, პანაშვიდი... ღმერთო, მიეცი ძალა!!!
უფალო, გაანათლე ამ და ყველა სხვა ახალგაზრდას სულები, ავტოავარიებში მომწყდართა!... ამინ!"