თემო უცებ გაიზარდა და უკვე დიდი ბიჭია სულ ცოტა ხნის წინ პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საკუთარ ფესიბუქის გვერდზე პატარა თემოს ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „დუშელი თემო“... ფოტოს ქვეშ ყველა ერთხმად წერს, რომ თემო უცებ გაიზარდა და უკვე დიდი ბიჭია. სურათი დუშეთშია გადაღებული. ეს ხომ პრეზიდენტის ოჯახის საყვარელი ადგილია, წელიწადის დიდ ნაწილს სწორედ იქ ატარებენ, შეიძლება ვთქვათ, რომ იქ ცხოვრობენ, როგორც ჩანს, ზაფხულშიც კი არ ტოვებენ საყვარელ სახლს და ბაღს, რომელსაც პირველი ლედი თავად უვლის.
ეს განსაკუთრებით სასიამოვნო ფაქტია მაშინ, როცა ბევრი ადამიანი თბილისისკენ მიიწევს და "თბილისელობაზე" დებს თავს, როცა თბილისელობისა და არათბილისელობის გამო ხშირად დავა და კამათია. კარგია, რომ ქვეყნის პირველი პირები ამ დროს რეგიონში ცხოვრებას უწევენ პროპაგანდას და შვილსაც იქ ზრდიან.
ყველაზე მთავარი ხომ ბავშვის ოჯახურ გარემოში სწორად აღზრდაა და არა ის, თბილისში გაიზრდება თუ რომელიმე რეგიონში.
თეკლა ჟვანია