ხშირად არ ითვალისწინებენ, რა სიმაღლის სკამზე ან მაგიდასთან ზის ბავშვი ბოლო დროს მოზარდებში გახშირებულ ხერხემლის პრობლემებს დიდწილად არასწორ ჯდომას უკავშირებენ. არც სკოლებში და ზოგჯერ არც ოჯახებში, არ ითვალისწინებენ, რა სიმაღლის სკამზე ან მაგიდასთან ზის ბავშვი. სკამის და მაგიდის სიმაღლე ბავშვის სიმაღლეს უნდა შეეფერებოდეს. შემოთავაზებული ინფოგრაფიკით ადვილად გადაამოწმებთ, რამდენად სწორად გაქვთ მისთვის შერჩეული ავეჯი. ეს სტანდარტები აუცილებლად გადაამოწმეთ სკოლაშიც, რადგან თქვენი შვილი იქ გაცილებით მეტ დროს ატარებს მჯდომარე მდგომარეობაში.