"ჩემს შვილს ამ ადამიანების, ამ სიყვარულის შენარჩუნებას ვუსურვებ" - ნინო დარასელის ემოციური პოსტი - მშობლები

"ჩემს შვილს ამ ადამიანების, ამ სიყვარულის შენარჩუნებას ვუსურვებ" - ნინო დარასელის ემოციური პოსტი

2016-08-19 08:44:08+04:00

"დღეს ზაზუკას დაბადების დღე სასამართლოზე გავატარეთ" გუშინ ნინო დარასელის შვილის ზაზუკა ბერიძის დაბადების დღე იყო. ზაზუკა, ბაბუის, ნინოს მამის, ზაზა დარასელის მოსახელეა და როგორც ქალაქში ამბობენ, იმსახურებს იმ ადამიანის სახელის ტარებას, ვისაც ტელევიზიაში მუშაობის დიდი გამოცდილება და ხალხის სიყვარული ხვდა წილად.

ნინომ საკუთარ ფესიბუქგვერდზე ორი თითქოსდა ერთნაირი ფოტო გამოაქვეყნა, ერთში დედა ეხუტება პატარა ზაზუკას, მეორეში – კი უკვე დედაზე მაღალი, გაზრდილი ბიჭი სიყვარულით ადგას ნინოს თავზე. როგორც ნინოს პოსტიდან ირკვევა, დედა-შვილს დაბადების დღე, საკმაოდ არასასიამოვნო ადგილას, მაგრამ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაუტარებია.

"დღეს ზაზუკას დაბადების დღე სასამართლოზე გავატარეთ. ვერ გავერთეთ ნამდვილად, მაგრამ ზაზუკას ყველაზე მეტად ვინც უყვარს, ის ხალხი იქ იყო: მაია, გუკა... და ბევრი ბევრი მეგობარი. საერთოდ ამ ამბებმა იმდენი კარგი ადამიანი დამანახა და იმდენი სიყვარული მომცა, რომ ვერ ვიტყვი, ღირდა-თქო, მაგრამ ჩემს შვილს ამ ადამიანების, ამ სიყვარულის შენარჩუნებას და სულ ასეთ მოყვარულ ადამიანებში ყოფნას ვუსურვებ."

შეგახსენებთ, რომ ნინო დარასელის ოჯახის წევრები მაია და გუკა რჩეულიშვილები "ცენტრპოინტის" საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

თეკლა ჟვანია