”გილოცავ, ჩემო სანატრელო მეუღლევ, მინდა სულ იღიმოდე და ერთად ვზეიმობდეთ სიყვარულით სავსე დილის გათენებას” როგორც ბევრ ჩვენგანს, მეც მაქვს ჩვევა - დილას „ფეისბუქით “ ვიწყებ. 24 აგვისტოს დილა სოციალურ ქსელში ძალიან თბილი, სასიყვარულო და ემოციური აღმოჩნდა. სამი ცნობილი ცოლი - ალანა გაგლოევა, ეკა მიშველაძე და მარიტა კუბლაშვილი საყვარელ მეუღლეებს დაბადების დღეებს სასიყვარულო პოსტებით ულოცავენ.
ალანა გაგლოევა, მეუღლის ნიკა გუგეშაშვილისა ფოტოს აქვეყნებს შვილთან - გუგასთან ერთად და წერს:
„დღეს ჩემი "დიდი" ბიჭის დაბადების დღეა. ვიტყვი უბრალოდ, რომ მიყვარხარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ და ჩემს ცხოვრებაში ხარ. მინდა ძალიან ბედნიერი იყო. ყველაზე, ყველაზე მაგარი ხარ ყველაფერში და მინდა გისურვო, რომ მუდამ ასეთი იყო (დანარჩენი უკვე გისურვე). გვიყვარხარ მე და პატარა ბიჭს, ბუს! გ ი ლ ო ც ა ვ თ ! ! !“
იურისტი მარიამ კუბლაშვილი მსახიობ ლევან ხურციას კი იუბილეს შემდეგნაირად ულოცავს.
„დღეს ჩემი მეორე მეს და ჩემი არსების დაბადების დღეა. კაცის, რომელმაც გამაოცა ყველაფრით, უსაზღვროდ შემაყვარა თავი და უბრალოდ გამაბედნიერა. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე მცირეოდენიც კი, რაც რეალურად ეს ადამიანია და საბედნიეროდ, მას ჩემი ქმარი ჰქვია! მადლობა ღმერთს ამ სიკეთისთვის! გილოცავ, ჩემო სანატრელო მეუღლევ, მინდა სულ იღიმოდე და ერთად ვზეიმობდეთ სიყვარულით სავსე დილის გათენებას ყოველდღე... მა
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ, პოლიტიკოსი მეუღლის, ბუკა პეტრიაშვილის დაბადების დღე წუხელვე აღნიშნა. მას შემდეგ, რაც 12 საათს გადაცდა და და 24 აგვისტო დადგა, ბუკას ჩასაქრობად ტორტი მიართვეს, ეკამ კი ამის ამსახველი ფოტო შემდეგი წარწერით გამოქვეყნა:
„მართალია, გადაღება ვერ მოავასწარი, ისე ვნერვიულობდი, რომ მომესწრო, მაგრამ მთავარი ეგ არ არის. მთავარი ის არის, რომ საოცარი, უთბილესი, უკარგესი, უტკბილესი, უმაგრესი, უსაყვარლესი, უკეთილესი ბიჭის დაბადების დღე დაიწყოოოოოოოოო!!! Happy Birthday my love“
თეკლა ჟვანია