ამ 5 წესის დაცვა გარდაუვალია შვილის დაბადებას ყველა მშობელი სიხარულით ელოდება. მათი მთავრი საზრუნავია, პატარა ჯანმრთელი გაიზარდოს. ამისთვის ამ 5 წესის დაცვა გარდაუვალია.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ზოგჯერ ახლშობილს მშობლები 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან და მის უმნიშვნელო ქცევას არადეკვატურად აღიქვამენ. თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, თუ სამშობიაროდან გამოგწერეს, ე.ი. თქვენი პატარა ჯანმრთელია, საშიში არაფერია და მშვიდად გააგრძელეთ მისი მოვლა. გახსოვდეთ, რომ თქვენი პანიკა ბავშვზეც გადადის. თუ მისთვის სიკეთე გსურთ, იყავით ჯანმრთელი ფიზიკურადაც და სულიერად. ჯანსაღი კვება და ძილი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია და თქვენი პატარისთვისაც.
უძუთი კვება
ეცადეთ, მოიწესრიგოთ ძუძუთი კვება, რათა დედის რძე ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მისთვის ძვირადღირებული ხელოვნური საკვების ძებნას, ჯობია თქვენ თავს მეტი დროს დაუთმოთ და რძე შეინარჩუნოთ. ამაზე უკეთესს ახალშობილს ვერაფერს გაუკეთებთ.
არ ჩაფუთნოთ
ბავშვს ამინდის შესაფერისად ჩააცვით. ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, ნებისმიერ ამინდში. ნუ იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, "ხომ არ სცივა?" იმაზეც იფიქრეთ, "ხომ არ სცხელა?". ჩახურება გაცივებაზე ნაკლებად საშიში არ არის.
სიყვარულით გაანებივრეთ
ხშირად აიყვანეთ ხელში, მოეფერეთ, ჩაიხუტეთ, აკოცეთ. ნუ უსმენთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ ამით "გააფუჭებთ". აგრძნობინეთ, რომ თქვენთან დაცულია. მან უნდა იგრძნოს ახლობლებთან კონტაქტი. აი, წამოზრდილს კი მიეცით საშუალება თავისუფლად შეიცნოს სამყარო მის გარშემო და ყველაფერში ნუ ჩაერევით. განმარტოებასაც შეაჩვიეთ. ხშირად წაიყვანეთ სტუმრად, მოაყოლეთ წარმატებების შესახებ, სამოგზაუროდ. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. მოიგონეთ მხიარული რიტუალები. და რაც მთავარია, საუბრისას, როცა უმღერით უყურეთ თვალებში, ხელზე შეეხეთ, პირველივე დღიდან.
გეგმიური სამედიცინო შემოწმება
ჯანმრთელობასაც ნუ დაივიწყებთ. არ გააცდინოთ ექიმთან ვიზიტები. პედიატრი ბავშვის ზრდა-განვითარებას უნდა აკვირდებოდეს. ექიმი მხოლოდ მაშინ ნუ გაგახსენდებათ, როცა ავად გახდება. მედიცინა იმისთვისაც არის, რომ ავად არ გახდეთ. აგრეთვე მნიშვნელოვანია, მასაჟი, ვარჯიში, ცურვა _ რაც დაიცავს თქვენი პატარის ჯანმრთელობას წამლების გარეშე.