"დედებისგან განებივრებულები უკვე ცოლებისგანაც ასეთ დამოკიდებულებას ითხოვენ" - დედიკოს ბიჭები - მშობლები

"დედებისგან განებივრებულები უკვე ცოლებისგანაც ასეთ დამოკიდებულებას ითხოვენ" - დედიკოს ბიჭები

2016-09-12 06:55:08+04:00

ქართველი დედებისთვის ვაჟი ოდესმე ზრდასრული მამაკაცი ხდება? ძალიან მაინტერესებს ქართველი დედებისთვის ვაჟი ოდესმე ზრდასრული მამაკაცი ხდება? ოდესმე აცნობიერებენ, რომ 24, 30, 35 მამაკაცი პატარა ნიკუშა, გიო, ლევანიკო და "დედას ბუშტი" აღარაა? ქართველი ქალები უმრავლეს შემთხვევაში "გადამკვდარი დედები" რომ არიან, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება.

მათმა საყვარელმა და განუმეორებელმა ვაჟმა თუ ცოლი მოიყვანა, ხომ საერთოდ გადაირევიან ხოლმე. ეს მათთვის პირდაპირ დასასრულის დასაწყისია. ისინი ვერ ეგუებიან სხვა ქალის არსებობას შვილების ცხვრებაში. თუ ერთად ცხოვრობენ, ხშირად ჯოჯოხეთსაც კი ემგავსება ეს თანაცხოვრება.

როდის უნდა მიხვდნენ ქართველი დედები, რომ როცა მათი ბიჭები იზრდებიან, აქვთ უფლება ჰქონდეთ პირადი ცხოვრება და არ არის კარგი, როდესაც ღამის განმავლობაში ათჯერ ურეკავთ , ითხოვთ ანგარიშის ჩაბარებას, ერევით რძლის და შვილის ცხოვრებაში, უსწორებთ საწოლს, ამოწმებთ რა და რამდენი ჭამა და ა.შ.

და ამასობაში რა ხდება? - დედებისგან განებივრებულები უკვე ცოლებისგანაც ასეთ დამოკიდებულებას ითხოვენ, ვერ გრძნობენ, რომ უკვე დიდები არიან და საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ... ეს ინფანტილური ადამიანები სუსტ პიროვნებებად ყალიბდებიან.

ყველას უყვარს შვილი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნონ დედებმა, რომ კალთაზე გამოკერებულ კაცზე საშინელება არაფერია. გაგრძელება