10 წლის ასაკში ასეთი პოპულარობის მოპოვება სამოდელო ბიზნესში ნამდვილი გმირობაა კრისტინა პიმენოვას მსოფლიო უკვე იცნობს, მას ხშირად უწოდებენ "ყველაზე ლამაზ ბავშვს პლანეტაზე". გოგონას პორტფოლიოში არის არმანის, დოლჩე და გაბანას და სხვა ბრენდების გადაღებები. ამჯერად კი მან ერთდროულად ორ სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა ოფიციალური კონტრაქტი და 10 წლის ასაკში გაცილებით მაღალ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე ბევრი ზრდასრული მოდელი.
"10 წლის ასაკში ასეთი პოპულარობის მოპოვება სამოდელო ბიზნესში ნამდვილი გმირობაა. სააგენტოს იმედი აქვს, რომ ნორჩ სუპერმოდელთან ხანგრძლივად ითანამშრომლებს", - ამბობს ერთ-ერთი სააგენტოს დირექტორი.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პიმენოვას სახელს სკანდალიც დაუკავშირდა - დედამიის აკრიტიკებდნენ გოგონას პროვოკაციული ფოტოებისთვის, რომლებიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
მაშინ კრისტინა მხოლოდ 9 წლის იყო. ამჟამად მას მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში.