სასწაულებრივად გამოგზავნილ შვილთან ერთად მონასტერში მადლობის სათქმელად ბრუნდებიან ხოლმე შვილი - ადამიანის ოცნება, იმედი და მომავალია. ბედნიერი ხარ, როცა უყურებ, ზრდი და ხედავ, სულ პაწაწინა არსება თვალსა და ხელს შუა როგორ ყალიბდბეა ქალად ან კაცად.
იმაზე რთული არაფერია, როცა ელი სასიხარულო ორსულობის მომენტს, მაგრამ ის არა და არ დგება. ითრგუნები, იმედს კარგავ, თითქოს ცხოვრების აზრსაც ვეღარ ხედავ. მაგრამ არსებობს სხვადასხვა გზა, საშუალება და არსებობს რწმენა, რომელიც ბევრ ადამიანს უვლენს სასწაულს, რომელსაც შვილი ჰქვია.
ასეთი რწმენით უმზერენ ადამიანები დირბის დედათა მონასტერს, რომელიც სასწაულების მქნელია. X საუკუნით დათარიღებულ დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში არსებულმა ღვთისმშობლის უნიკალურმა ფრესკამ, სადაც ორსული დედა ღვთისაა გამოსახული, ჟამთა და ადამიანთა სიავეს, გაუძლო და დღემდე უნაყოფო წყვილების მფარველი და მახარობელია (იხილეთ დაწვრილებით ამ ხატზე). უშვილობის დედა ღვთისმშობელს მათზე მადლის მოღებას სთხოვენ, გარკვეული დროის შემდეგ კი სასწაულებრივად გამოგზავნილ შვილთან ერთად მონასტერში მადლობის სათქმელად ბრუნდებიან ხოლმე...
დირბის ღვთისმშობლის მომლოცველებთან დაკავშირებული ლამაზი ისტორიები მრავლადაა ცნობილი, მაგრამ ამჯერად ჩვენ რამდენიმე მათგანს შემოგთვაზებთ, რომელთა ავტორი რიგ შემთხვევაში თავად დირბის მონასტრის მკვიდრნი არიან, ზოგჯერ კი ის ქალები წერენ, რომლებიც უკვე გახარებულნი არიან ნანატრი ორსულობით.
ამ ისტორიებს, დირბის მონასტრის ფეისბუქის გვერდი გვიზიარებს:
"ისინი დილაუთენია მოვიდნენ... ვიდრე ტაძრის კარები გაიღებოდა... ალბათ მათი წრფელი გულისა და სიყვარულის გამო მოხდა ის, რაც არასდროს ხდება: მონასტრის ძირითადი კარიბჭე ღამით ღია დარჩა და მათ თავისუფლად შეძლეს მონასტრის ტერიტორიაზე შემოსვლა...
სისხამ დილას საუბარი შემოგვესმა ქალისა და მამაკაცისა... ეზოში გასულ წინამძღვარს კი საოცრად ლამაზი წყვილი დახვდა, მშვიდად ჩამომსხდარიყვნენ პირდაპირ მისი ფანჯრის ქვეშ მდგომ სკამზე და საუბრობდნენ... ტორტით ხელში...
წყვილი 9 საათამდე ალაყაფის მიღმა გაუშვეს, მაგრამ ისინი სამუდამოდ დარჩნენ ჩვენს გულებში და ჩვენს ცხოვრებაში...
ესეც იმ ლამაზი მოლოცვის ნაყოფი, რომელსაც 6 წელი ელოდნენ...
ამჟამად ველოდებით მეორე სასწაულს...
ღმერთმა შეიწიროს თქვენი რწმენა და სიკეთე და ის ღვაწლი, რაც ჩვენი მონასტრის შესამკობად გაიღეთ..."
და წერილები, სასწაულის შემდეგ დაწერილი...
მიუდექით რწმენითა და წრფელი გულით იმას, რაც გსურთ და ის აუცილებლად მოგეცემათ.
თეკლა ჟვანია