საფენის დერმატიტი ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა საფენის დერმატიტი ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა, რომელიც ვლინდება კანის საფენთან კონტაქტში მყოფი მიდამოების: დუნდულოების, ბოქვენის, გენიტალიებისა და ბარძაყის შიდა პროქსიმალური ზედაპირების დაზიანებით. დაავადების დაწყების ასაკი დამოკიდებულია საფენის გამოყენების სიხშირეზე, ხარისხზე, პირველად ტუალეტზე, ჰიგიენასა და ბავშვის აღზრდის ეთნიკურ თავისებურებებზე. საფენის დერმატიტი გვხვდება ბავშვთა პოპულაციის 15-20%-ში.
ლოკალურად კანის დაზიანების მიზეზებია: დამატენიანებლების ჭარბად მოხმარება, ხახუნი, მაცერაცია, მაღალი ph გარემო და ახალშობილებში განავლის მაღალი ფერმენტული აქტიობა. საფენში შარდისა და განავლოვანი მასების ერთობლიობით იზრდება ტენიანობა, იმატებს ოკლუზიური ეფექტი, რაც შესაბამისად იწვევს კანის მაცერაციასა და ეპიდერმისის რქოვანა შრის დაზიანებას. იზრდება ქიმიური გამღიზიანებლებისა და მიკრობული აგენტების შეღწევადობა. ფეკალური ბაქტერია გამოყოფს ფერმენტ ურეაზას და შარდთან ურთიერთქმედების შემდეგ საფენის ქვეშ ხდება ph-ის დონის მატება. განავლოვანი ფერმენტების (პროტეაზა და ლიპაზა) აქტიობით იცვლება კანის მიკრობიოტა, რაც ანთებით დაზიანებულ მიდამოებზე იწვევს ეპიდერმისსა და განავალში არსებული მიკრობების კოლონიზაციას (St. aureus, Str. pyogenes, Candida albicans).
რისკ ფაქტორები
• ჩვილებში ფუნქციური დიარეა კანის მუდმივი გაღიზიანების გამო ლოკალურად ზრდის საფენის დერმატიტის განვითარების რისკს.
• ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს საფენთან კონტაქტურ უბნებში უფრო მაღალი ph-ს დონე აქვთ
• ანტიბიოტიკების არარაციონალური და ხანგრძლივი დროით გამოყენება.
კლასიფიკაცია
• მსუბუქი - ცალკეული ერითემატოზური პაპულები ან მსუბუქი ასიმპტომური ერითემა კანის ზედაპირის მცირე უბნებზე, მინიმალური მაცერაციითა და დაზიანებებით.
• საშუალო - უფრო ფართო ერითემა, მაცერაციითა და ზედაპირული ეროზიებით.
• მძიმე - საფენის დერმატიტი ხასიათდება დიდი ატროფიული ერითემით, მტკივნეული ეროზიებით, პაპულებითა და კვანძებით.
საფენის დერმატიტის შესაფასებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ ანამნეზური მონაცემები:
• ასოცირებული სიმპტომები (მაგ. დიარეა და მისი ხანგრძლიობა)
• სისტემური სიმპტომები
• ინფორმაცია საფენის შესახებ: როგორ და რამდენად ხშირად იცვლება საფენი, საფენის სახეობა.
• ინფორმაცია თუ როგორი ჰიგიენური საშუალებებით იწმინდება საფენისქვეშა მიდამო (საპონი, სველი საწმენდები, ხელსახოცი და სხვა)
• გადამდებ დაავადებებთან კონტაქტი (მაგ. მუნი, მარტივი ჰერპესი)
• ანამნეზში დერმატოლოგიური, ალერგიული ან ინფექციური დაავადებების არსებობა.
• ოჯახური ანამნეზი (მაგ. ფსორიაზი, ატოპია)
• ანტიბიოტიკების გამოყენება, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
• ტოქსიური ნივიერებების გამოყენება (ბორის მჟავა, ქაფური, სალიცილატები, სოდა)
საფენის დერმატიტის დიაგნოსტირებისათვის არ არის აუცილებელი ლაბორატორიული კვლევები, თუმცა გახანგრძლივებული და მძიმე მიმდინარეიბისას შეიძლება დაგვეხმაროს:
• კალიუმის ჰიდროქსიდით პრეპარირება სოკოს დიაგნოსტირებისათვის
• მუნის დიაგნოსტირებისათვის მინერალური ზეთებით მიკროსკოპული პრეპარირება .
• დაზიანებული კანის ვირუსოლოგიური კვლევა
მართვა
საფენის დერმატიტის მართვა მოიცავს კანის მოვლის ზოგად პრინციპებს:
• საფენის ხშირი ცვლა (6-8ჯერ დღეში),
• ჰაერისა და მზის აბაზანები,
• კანის ნაზი გასუფთავება,
• საფენის სწორი და ზუსტი ზომებით შერჩევა.
• D3 ვიტამინის რეგულარული მიღება
• უალკოჰოლო და არაპარფიუმ შემცველი საშუალებების გამოყენება (კანის გაღიზიანების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მათი გამოყენება).
საფენის მიდამო უნდა გასუფთავდეს თბილი წყლითა და ფიზიოლოგიური PH-ის შემცველი საშუალებებით.
ბავშვისთვის საუკეთესო საფენის არჩევანი სადაო საკითხია. ადსორბირებადი გელის შემცველობის მიუხედავად არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ საფენის გამოყენება ან სახეობა დაიცავს ბავშვს საფენის დერმატიტისაგან.
ასპირაციის მაღალი რისკის გამო არ გამოიყენება სიმინდის ან ტალკის პუდრა. ტოქსიურობისა და მეთჰემოგლობინემიის განვითარების გამო, უნდა გამოვრიცხოთ ბორის მჟავას, ქაფურის, ფენოლის, ბენზოკაინის შემცველი საშუალებები.
ადგილობრივად გამოიყენება ბარიერული პრეპარატები და რეპარანტები, სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ პროტეაზული ფერმენტების ინჰიბიტორებს.
ბაქტერიული, სოკოვანი ან ალერგიული გართულებების შემთხვევაში აუცილებელია ექიმი პედიატრის ან დერმატოლოგის კონსულტაცია.
საფენის დერმატიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, გამოიყენება კრემი "Diapo-Care". ეს არის ინოვაციური ფორმულა, რომელიც შეიცავს ბუნებრივ პროტეაზული ფერმენტების ინჰიბიტორებს. აქვეითებს და ფიზიოლოგიურ ნორმას უნარჩუნებს ph გარემოს. მისი გამოყენება რეკომენდირებულია საფენის ყოველი გამოცვლის დროს.
მას გააჩნია ორმაგი მოქმედება:
• პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორები ხელს უშლიან საფენის დერმატიტის განვითარებას.
• დექსპანთენოლი კანს უნარჩუნებს ტენიანობასა და სინაზეს.
კრემის შემადგენელი ნივთიერებები არატოქსიური და ჰიპოალერგიულია.
სტატიის ავტორები:
ექიმი პედიატრი – თემურ მიქელაძე
პედიატრ ინფექციონისტი – ვიტალი ხარაშვილი
R