იმისთვის, რომ მისი ცოლი ამ მძიმე მომენტებშიც გაემხიარულებინა, ბალერინის ფორმა ჩაიცვა და სხვადასხვა ეგზოტიკურ ადგილას დაიწყო ფოტოების გადაღება ფოტოპროექტი "ბალერინა" 2003 წელს დაიწყო, მაშინ, როცა ბობ კერის ცოლს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. უკვე 10 წელზე მეტი გავიდა, ცოლ-ქმარი დაავადებას ებრძვის, რომელმაც მათ კიდევ მეტად გააცნობიერებინა, როგორი ლამაზი და შესანიშნავია ცხოვრება. ბობ კერის ხშირად უწოდებენ ყველაზე მაგარ ქმარს, რომელმაც იმისთვის, რომ მისი ცოლი ამ მძიმე მომენტებშიც გაემხიარულებინა, ბალერინის ფორმა ჩაიცვა და სხვადასხვა ეგზოტიკურ ადგილას დაიწყო ფოტოების გადაღება. "როცა ლინდა სამკურნალოდ წავა, თან წაიღებს ჩემს ფოტოებს და სხვა ქალებთან ერთად დაათვალიერებს, თან ბევრს იცინებს", - ამბობდა მაშინ ბობი.
რამდენიმე წელიწადში კერის უამრავი ფანი გამოუჩნდა, მერე კი ფონდიც დააარსა, რომელში შესული თანხითაც ეხმარებიან ქალებს, რომელთაც "სარძევე ჯირკვლის სიმსივნის" დიაგნოზი დაუსვეს, ასევე მათ, ვინც დაამარცხა დაავადება და მათი ოჯახის წევრებს.
ბობი უკვე კალენდრებსაც ბეჭდავს თავისი მხიარული ფოტოებით, რომელიც პროექტის ოფიციალურ გვერდზე იყიდება და ეს თანხაც ქველმოქმედებას ხმარდება.
"სიმსივნემ გვასწავლა, რომ ცხოვრება მშვენიერია, უბრალოდ, მას უნდა გაუგო და არ ებრძოლო. ხანდახან საუკეთესო და ერთადერთიც კი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, გავიცინოთ საკუთარ თავზე და ეს სიცილი სხვებსაც გავუზიაროთ", - ამბობს ბობი და აგრძელებს ფოტოების გადაღებას ვარდისფერკაბიანი სასაცილო ბალერინის სახით.