ვინ არის არჩევნებზე მისული პატარძალი? - მშობლები

ვინ არის არჩევნებზე მისული პატარძალი?

2016-10-08 18:07:50+04:00

პატარძალი, რომელმაც ქორწილის დღეს მისცა ხმა, ახალგაზრდა პოეტია დღევანდელ არჩევნებზე არაერთი ინციდენტი თუ კურიოზი დაფიქსირდა. ალბათ განსაკუთრებულად პოპულარული იყო ამ გოგონას ფოტო - ის პატარძლის კაბით აღმოჩნდა საარჩევნო ურნასთან და ამ მნიშვნელოვან დღეს, საკუთარი ბედნიერების დღეს, მოქალაქეობრივი ვალიც არ დაივიწყა.

როგორც ფეისბუქზე წერენ, ეს გოგონა ანი წოწკოლაურია, ახალგაზრდა პოეტი. მას სწორედ დღეს ჰქონდა ქორწილი - თავის რჩეულს გაჰყვა ცოლად. ქორწილის დღეს მოიცალა და არჩევნებზეც მივიდა თავისი ხმის დასაფიქსირებლად.

მათ ბევრი უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილს და ნამდვილად ასეა.

mshoblebi

ამ მდიდრულმა ქორწილმა საზოგადოება გააოცა - ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს!