ეს თითქმის ნამდვილი ბავშვია, რომელსაც შეუძლია გამოხატოს სიხარული, მწუხარება... მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი შექმნეს, რომელიც ბიოლოგიურ ნეირონულ ქსოვილებზე მუშაობს და მთლიანად ბაძავს პატარა გოგონას ქცევას.
ახალი ზელანდიის ანიმაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიის უნივერსიტეტში უნიკალური სამუშაო ჩატარდა – შეძლეს გაეერთიანებინათ ნეირონულ ქსოვილებზე დაყრდნობილი ხელოვნური ინტელექტი და პატარა გოგონას გარეგნობა. პროექტს დაარქვეს სახელად Baby X, და ამ მომენტში ამ საინტერესო ექსპერიმენტის მესამე პროგრამული ვერსია გამოიცდება.
ბეიბი იქსი პატარა გოგონას ინტერაქტიული ანიმირებული მოდელია, ბავშვის ტიპური საქციელით. გოგონა სპეციალური ფსიქობიოლოგიური ალგორითმებით იმართება, რომლებიც ლაბორატორიის თანამშრომლებმა შეიმუშავეს. ეს თითქმის ნამდვილი ბავშვია, რომელსაც შეუძლია გამოხატოს სიხარული, მწუხარება, დაინტერესება ახალი ამბებით და მაქსიმალურად სრულფასოვნად გამოხატავს თავის ემოციებს მონიტორის ეკრანზე. ბეიბი იქსი გარემოს ხედავს კომპიუტერში ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით და ესმის მიკროფონის დახმარებით. რეალურ დროში შეუძლია რეაგირება ნაცნობ სიტყვებზე და მათი ასოცირება ამა თუ იმ ობიექტთან, ქმედებასთან, გამოსახულებასთან. ის საკმაოდ ზუსტად იმეორებს ბავშვის ქცევებს – მხიარულობს, ამოიცნობს ნახატებსა და სიტყვებს. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ეს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მიღწევაა.