მადლობა, რომ შემაძლებინე, როგორ მიყვარდე... ნინი წიკლაურისა და მისი ბებოს დიდი სიყვარულის შესახებ ალბათ ყველამ იცის. არაერთხელ გამოუხატავს ეს ინტერვიუებში და აღუნიშნავს, რომ მას მერე, რაც დედამისი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ, პრაქტიკულად ბებიამ გაზარდა. "ბებიაჩემმა იმდენი ჩადო ჩემს გაზრდაში, სწავლა-განათლებაში, იმხელა წვლილი შეიტანა ჩემს ჩამოყალიბებაში და იმხელა ყურადღებას მაქცევდა, რომ დანაკლისი არ მქონია, დედა სამუშაოდ იყო წასული და ამ ფაქტს შეგუებული ვიყავი, დანარჩენი რაც დედას უნდა გაეკეთებინა ჩემთვის, ბებომ ყველაფერი გამიკეთა", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში. შემდეგ, პროექტ "ერთი ერთში" მონაწილეობისას ნინის ბებო ცუდად იყო და ამის გამო იმდენი ინერვიულა, პროექტის დატოვებასაც აპირებდა. ეს ემოციური პოსტი მიუძღვნა მაშინ ბებოს:
”შენ რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, როგორ მჭირდები და როგორ ერთი წუთი ვერ ვიცხოვრებ უშენოდ, ალბათ არასოდეს გახდებოდი ცუდად... შენით ვსუნთქავ და გთხოვ, მასუნთქე და გთხოვ, ნუ გამიუბედურებ არსებობას... არასოდეს წახვიდე!”
ცოტა ხნის წინ ნინი ამერიკაში გაემგზავრა და იქვე გათხოვდა. სწორედ ამერიკიდანვე მიუძღვნა ეს ემოციური სიტყვები ბებოს:
"ლიანა ბაქანიძე, შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ დედამიწის ზურგზე... ამპოსტს ვერ ნახავ, რადგან არც facebook გაქვს და არც სხვა სოც. ქსელი, მაგრამ ზუსტად ესაა ჩემი უზარმაზარი სიყვარული, რომელსაც შენ ჩემი თვალებიდან ხედავ და არა სტატუსებიდან. მიყვარხარ და ეს სიტყვა არ მყოფნის იმ სიყვარულის ასახსნელად, რასაც შენდამი ჩემიდაბადების დღიდან განვიცდი. შენ ბევრად მეტი ხარ, ვიდრე სიყვარული. მადლობა, რომ შემაძლებინე, როგორ მიყვარდე..."