სუროგატი დედა, რომელიც სულ მალე 50 წლის ხდება, მე-16 ბავშვის გაჩენას გეგმავს! - მშობლები

სუროგატი დედა, რომელიც სულ მალე 50 წლის ხდება, მე-16 ბავშვის გაჩენას გეგმავს!

2016-10-12 04:48:34+04:00

მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, იგი არ აპირებს გაჩერებას 49-წლის კეროლ ჰორლოკი დიდი ბრიტანეთიდან უკვე 20 წელია უშვილო წყვილებს სთავაზობს თავის მომსახურებას - სუროგატობას. ამ ხნის მანძილზე მან 15 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ორია მისი საკუთარი. მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, იგი არ აპირებს გაჩერებას. მას სურვილი აქვს კიდევ დაფეხმძიმდეს და გააჩინოს ბავშვი. კეროლ ჰორლოკი სულ მალე აღნიშნავს 50 წლის იუბილეს. სწორედ იუბილეზე სურს მოისმინოს ექიმისგან სანუკვარი ფრაზები: "თქვენ გეყოლებათ ბავშვი!".

მას არ აშინებს სპეციალისტების პროგნოზები, რომლებიც აფრთხილებენ, რომ მე-16 ორსულობამ შეიძლება ზიანი მოუტანოს მის ჯანმრთელობას. რისკის მიუხედავად, კეროლმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა უშვილო წყვილისთვის ეჩუქებინა დიდი სიხარული. პროცედურის ჩასატარებლად მას საბერძნეთში წასვლა მოუხდა, სადაც იმყოფებოდა ახალგაზრდა წყვილი. ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია სუროგატობა 50 წლის შემდეგ.

mshoblebi

"დიდ ბრიტანეთში ექიმებმა გამაფრთხილეს უარი მეთქვა შემდგომ ორსულობაზე, რადგან ეს რისკის ტოლფასი იქნებოდა", - განუცხადა ჟურნალისტებს კეროლმა. კეროლი პირველად 1995 წელს გახდა სუროგატი დედა, მაშინ ის 27 წლის იყო. ახალგაზრდა გოგო სამრეცხაოში მუშაობდა და ძალიან უჭირდა ეკონომიურად. ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი.

"ყველაზე მეტად მომეწონა სამი ტყუპის ტარება, თუმცა ყველაზე რთული ორსულობა იყო: უზარმაზარი ვიყავი, დავკარგე ორი კბილი და ვენების ვარიკოზული დაავადება განმივითარდა", - იხსენებს კეროლი. 15 ბავშვის გაჩენის შემდეგ კეროლმა თქვა, რომ ამით დასრულდებოდა მისი "მუშაობა", თუმცა მხოლოდ სამი წელი შეძლო პირობის შესრულება. ჯერ არ არის ცნობილი, დაფეხმძიმდა თუ არა მე-16-ჯერ, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს...

ასევე იხილეთ: რა ჯდება ხელოვნური განაყოფიერება საქართველოში და საზღვარგარეთ და უსაფრთხოა თუ არა ის ჯანმრთელობისთვის