ამის გარეშე ის დამცავის ნაცვლად ვირუსის წყარო ხდება პირბადე რომ გიკეთიათ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ დაცული ხართ ვირუსებისგან. მას მოხმარების თავისი წესები აქვს. ამის გარეშე ის დამცავის ნაცვლად ვირუსის წყარო ხდება.
1. გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ უნდა გადააგდოთ, ვეღარ დაგიცავთ
2. არ შეეხოთ უშუალოდ პირბადეს - მხოლოდ მის რეზინებთან "იკონტაქტეთ"
3. ყოველთვის გაიკეთეთ ხალხმრავალ დახურულ სივრცეში: მეტროში, ავტობუსში, სუპერმარკეტში, რიგში დგომისას...
4. პირბადე უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს.
5. მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული
გახსოვდეთ, ნიღაბი გიცავთ არა თვით ვირუსისგან, არამედ დაავადებული ადამიანის მიერ ხველისას და ცემინებისას გამოყოფილი წვეთებისგან. ვირუსი სწორედ ამ წვეთების საშუალებით აღწევს სხვა ადამიანის ორგანიზმში, როცა ერთმანეთთან საუბრობენ ან ახლო-ახლოს დგანან (1 მეტრ ნაკლებ მანძილზე).