ჯანმრთელი ბავშვი ავად ხდება 6-8-ჯერ და ეს სრულებით არ ნიშნავს მისი იმუნიტეტის სისუსტეს ჯანმრთელი ბავშვი ავად ხდება 6-8-ჯერ და ეს სრულებით არ ნიშნავს მისი იმუნიტეტის სისუსტეს - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც მშობლების რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას გასცა პასუხი.
- ძალიან ხშირად მშოbლებს ჰგონიათ, რომ აცრა მათ ყველა სახის ვირუსისგან დაიცავს. სინამდვილეში ვაქცინაცია სეზონური გრიპის წინააღმდეგ ტარდება. ყველა სხვა ვირუსი კი ჩვეულებრივ შეიძლება შეეყაროს ბავშვს. თუ ვირუსული ინფექციით 6-8-ჯერ დაავადება ჯანმრთელი ბავშვისთვის ნორმალურია, თუმცა ეს ეხება ვირუსებს და არა ბაქტერიულ ინფექციებს.
- არსებობს საკვების სახით რაიმე დანამატები, რითაც იმუნიტეტს გავიძლიერებთ და დაცული ვიქნებით ვირუსისგან. მაგალითად, ნივრის ჭამას გვირჩევენ ხშირად
- საუკეთესო იმუნომოდულატორია ბალანსირებული სრულფასოვანი კვება. საკვებმა რომმ მაქსიმაური სარგებელი მოგვიტანოს, თერმულად სწორად უნდა დაამუშავოთ - ზედმეტად არ შეწვათ და გადახარშოთ პროდუქტი. მწვანილი ეცადეთ, მომზადების ბოლოს მოაყაროთ კერძს. ბოსტნეული თავიდან დიდხანს უნდა იყოს გამდინარე წყალში, მომზადებას კი 15-20 წუთზე მეტი დრო არ უნდა მოანდომოთ. ბავშვებს მიეცით სეზონური ხილი, რადგან სწორედ სეზონზე აქვს ამ ხილს სასარგებლო და წყალში ან ცხიმში ხსნადი ვიტამინების მაღალი შემცველობა. რაც შეეხება ნიორს, მართლაც შეიცავს ანტივირუსული მოქმედების ნივთიერებებს, თუმცა დიდი რაოდენობით ნიორი შეიძლება გასტრიტის მიზეზიც გახდეს.
- როგორ დავეხმაროთ ბავშვს ავადობისას, მარალი ტემპერატურის ბევრ მშობელს ეშინია
- მაღალ სიცხეს არ უნდა ებრძოლოთ, ეს ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. თუ ბავშვი აკრგად იტანს სიცხეს, 38,5 არ არის აუცილებელი დამწევის მიღება. 39 გრადუსი ტემპერატურა კარგად ებრძვის პათოგენებს.
- როგორ უნდა შევამჩნიოთ, იტანს თუ არა?
- მაღალი სიცხისას ბავშვთა 2-3 პროცენტს კრუნჩხვები ახასიათებს. თუ ანამნეზში ერთხელ მაინც დაფიქსირდა ასეთი რამ, სიცხის დამწევებს 38 გრადუსზეც ვნიშნავთ. დაიცავით მიღების წესები - თუ წამალს აწერია 6 საათში ერთხელ ან 8 საათში ერთხელ, ამაზე ადრე ნუ მისცემთ
- როცა არ უწევს სიცხე?
- ამ დროს ჯობია დოზა გააორმაგოთ, ვიდრე წამალი მალ-მალე მისცეთ
- მართალია, რომ ფასიან ვაქცინას არ აქვს უკუჩვენება?
- ჯანდაცვის სამინისტროს დღეს შემოაქვს ყველაზე მაღალი ხარისხის - ფრანგული და ბელგიური წარმოების ვაქცინები. საქართველოში წელიწადში 60 000 ბავშვი იბადება და აქედან 59000 უფასო ვაქცინით იცრება, მხოლოდ 1000 ბავშვი იტარებს ფასიან ვაქცინაციას. შესაბამისად, რეაქციული მოვლენები 59-ში მეტი იქნება, ვიდრე 1-ში. სიცხე აცრის გვერდითი მოვლენა არ არის, ეს ბუნებრივი რეაქციაა და ზოგჯერ უკეთესი იმუნიტეტის მაჩვენებელია.
აქვს თუ არა აზრი იმუნიტეტის ასამაღლებელ წამლებსა და მალამოებს - თემურ მიქელაძის რეკომენდაციები
- გვირჩევთ თუ არა ბავშვის სეირნობისას ერთგვარი მალამოს გამოყენებას, რომელსაც ცხვირზე ვუსვამთ და ამბობენ, რომ ვირუსისგან იცავს
- იყო საუბარი, რომ ამ მალამოს შეუძლია ვირუსების ადგილობრივად დალექვა, მაგრამ ასეთი რეკომენდაცია ოფიციალურად არ არსებობს. არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და არც პედიარტთა აკადემიები ამ რეკომენდაციას არ იძლევა. ჯობია ბავშვი ხშირად ასეირნოთ. მოერიდეთ მხოლოდ ქარიან ამინდს, წვიმაშიც შეგიძლიათ ასეირნოთ და მინუს გრადუს ტემპერატურაზეც. სუფთა ჰაერი საუკეთესო პროფილაქტიკაა.
- ნაავადმყოფარი ბავშვი რამდენ ხანში შეიძლება გავუშვათ სკოლაში/ბაღში, რომ სხვა ბავშვებისთვის ვირუსის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენდეს?
- შეიძლება შეხვდეს, მაგრამ არა რთულ ფორმებში. მაგალითად, გრიპს მარალი ტემპერატურა ახასიათებს სიცხის გარეშე გრიპის ვირუსი არ არსებობს (განსხვავებით ადენოვირუსისგან, რომელსაც მხოლოდ ცხვირიდან გამონადენი ახასიათებს ტემპერატურის გარეშე). გრიპს ასევე ახსიათებს ნაწლავური აშლილობები, სახსრების ტკივილი... აცრილ პაციენტს ეს სიმპტომები სუსტად აქვს გამოხატული. რატომღაც ჰგონიათ, რომ გრიპის სეზონი აუცილებლად ეპიდემიით უნდა წარიმართოს, სინამდვილეში ყოველ წელს ავადდება მოსახლეობის 10%-15% და ეს ნორმაა. როცა 30%-ს აღწევს ავადობა, უკვე ეპიდემიის სახე ეძლევა. ასევე ეშინიათ ლეტალური გამოსავლის, რეალურად კი სიკვდილით სრულდება ძალიან მაღალ რისკჯგუფში მყოფი პაციენტების ავადობა.