საკმაოდ ხშირად პაციენტები მოგვმართავენ და გვთხოვენ რეკომენდაციას იმუნიტეტისთვის შემოდგომის სეზონს გაციება და ვირუსებიც მოჰყვება. ამ დროს მშობელი ყველაზე მეტად ცდილობს ბავშვის ორგანიზმის გაძლიერებას და იმუნიტეტის ამაღლებას. ამ თემებზე ცნობილმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "დღის შოუში" ისაუბრა.
- ვირუსებს სეზონურობა ახასიათებთ. ზაფხულში გვქონდა ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, ახლა რესპირაციული ვირუსული ინფექციებია აქტიურდება, რომელსაც ბრონქების ჰიპერეაქტიულობა და ზოგჯერ ბრონქოსპაზმი ახლავს. შემდეგ შემოვა პარაგრიპის ანუ ე.წ კრუპის ვირუსი, მიმდინარე წლის 40 კვირიდან მომდევნო წლის 20 კვირამდე უკვე გრიპის სეზონი იწყება.
- რიგითობა ყოველთვის ასეთია?
- რიგითობა მეტნაკლებად შენარჩუნებულია, თუმცა ეს ვირუსები შეიძლება ნებისმიერ დროს დაემართოს ადამიანს. მაგალიტად, კრუპი შეიძლება დაემართოს მარტშიც და აგვისტოშიც. საკმაოდ ხშირად პაციენტები მოგვმართავენ და გვთხოვენ რეკომენდაციას იმუნიტეტისთვის. ასეთი რეკომენდაცია პრქტიკულად არ არსებობს. პირველ რიგში საჭიროა ჰიგინური ნორმების დაცვა. ბევრჯერ დავბანოთ ბავშვს ხელები, მაგალითად ექვჯერ ან შვიდჯერ დღეში. გავანიავოთ ოთახი, აუცილებელია ბალანსირებული, სრულფასოვანი მინერალებით და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პოროდუქტის მიღება.ეს არის ყველაზე კარგი იმუნომოდულატორები. იმუნოსტიმულაციები არ ვიყენებთ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს რაღაც დაავადებები, რომელიც რემისიულ მდგომარეობაშია და პირიქით იმუნომოდულაციებმა ამ დაავადებებით გამწვავება გამოიწვიოს. ამიტომ ბავშვებში ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს.
5 მითი ბავშვის იმუნიტეტის შესახებ
- ზოგჯერ მშობლები შვილებს ცხვირში უსვამენ მალამოს...
- არც ასეთი რეკომენდაცა არსებობს. ერთადერთი საპროფილაქტიკო საშუალება ეს არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩვენ ვიწყებთ დაახლოებით ოქტომბრის თვიდან. ყოველ წელს იქმნება ახალი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. სახელმწიფომ ამჟამად შეიძინა დაახლოებით 20 000 დოზა, რომელიც უფასოდ გაუკეთდებათ განსაკუთრებული რისკის ჯგუფებს. ეს არის იგივე ბრონხული ასთმა, ქრონიკული პაციენტები, დიალეზზე მყოფი პაციენტები, სამედიციო პერსონალი, კომპაქტურად ჩასახლებული პირები, იძულებით გადაადგილებული პირები და ა.შ. დანარჩენი უკვე კომერციული გზით შემოვა და შემდეგ უკვე იგეგმება, რომ ეს ვაქცინა მეტ-ნაკლებად უფასოდ იყოს განსაკუთრებით ბავშვებში. ეს აცრა იწყება 6 თვიდან. ყველა მშობელს ვაძლევ რეკომენდაციას, რომ აცრას ბავშვი. გეგმიური ვაქცინები უნდა ჩაიტაროს ყველა პაციენტმა. ვაქცინა კეთდება ინაქტივირებული ვაქცინებით და მას პრაქტიკულად, უკუჩვენებები არ გააჩნია. თუ არის ხშირად მოავადე პააციენტი, თუ ხასიათდება ბრონხების ჰიპერეაქტიულობით, არის თირკმლის ქრონიკული პათოლოგიით, გუსსისხლძარღვთა პათოლოგიით, თანდაყოლილი მანკებით, აუცილებელია ეს ბავშვები დროულად აიცრან.
აცრა გრიპსა და გაციებაზე - ამის შესახებ მშობელმა უნდა იცოდეს
- ავადობის დროს ბავშვის აცრა შეიძლება?
რა თქმა უნდა არა. მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი. საკმაოდ ხშირად პაციენტები მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ გაუკეთეს აცრა, მაგრამ მაინც ავად გახდნენ. შეგახსებენთ, რომ ეს არ არის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ეს არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ამიტომ შესაძლებელია სხვა ვირუსი შეხვდეს ადამიანს.