ოჯახურ თათბირზე მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, რომ... როგორც ცნობილია, ბილ გეიტსი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, წუთში ის გამოიმუშავებს 6 659 დოლარს, ხოლო მისი მთლიანი ქონება 80 მილიარდადაა შეფასებული! ასეთი ფანტასტიკური კაპიტალით მას შეეძლო არა მხოლოდ თავისი შვილების, არამედ შვილთაშვილების ცხოვრების უზრუნველყოფაც, თუმცა მილიარდერმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
ოჯახურ თათბირზე მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი თავისი ქონება საქველმოქმედო ფონდს გადაეცემოდა. რაც შეეხება შვილებს, მან განაცხადა: "ისინი არ მიიღებენ მილიარდებს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ უნდა იმუშაონ, რათა მათი პროფესია სასარგებლო იყოს საზოგადოებისთვის". მილიარდერის მთელი ქონება გადავა "ბილისა და მელინდას ფონდში". ეს არის უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მედიცინის განვითარება და სიღარიბის მინიმუმამდე დაყვანა მთელ მსოფლიოში.
ბილ გეიტსმა აღნიშნა, რომ მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ სხვა მილიარდერებიც დააფიქრა. "მე და მელინდას გვინდა, რომ დიდი ფულის მაგივრად ჩვენმა შვილებმა მიიღონ კარგი განათლება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და გაშალონ ფრთები. მათ თავად უნდა იპოვონ საკუთარი თავი და არ უნდა იყვნენ მხოლოდ მშობლების მილიარდების იმედით", - ამბობს ბილ გეიტსი.
ასევე მილიარდერმა განაცხადა, რომ მისი შვილები - 20 წლის ჯენიფერი, 17 წლის რორი და 14 წლის ჰიბი მხარს უჭერენ მშობლების გადაწყვეტილებას. თითოეულ ბავშვს შეხვდება 0,02% მთელი ქონებისა, რაც საკმარისია მათი მოთხოვნილებებისთვის.
"ბავშვებს ვაძლევ საკმარის თანხას, რათა დაკავდნენ ნებისმიერი საქმით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ არ აკეთონ არაფერი", - ამბობს გეიტსი.
თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე?