''უბრალოდ მარაზმად მიმაჩნია, რომ არ შემიძლია ჩავიცვა ის, რაც მომწონს და მინდა'' - თინეიჯერი გოგონას პროტესტი - მშობლები

''უბრალოდ მარაზმად მიმაჩნია, რომ არ შემიძლია ჩავიცვა ის, რაც მომწონს და მინდა'' - თინეიჯერი გოგონას პროტესტი

2016-11-01 07:59:25+04:00

"ეს სრულიად დაუშვებელი და კატასტროფული ამბავია ჩვენი თაობისთვის და არამარტო... პანაშვიდია?!" სოციალურ ქსელში მარიამ მემე ჟორდანიას წერილი გავრცელდა, სადაც ის აღნიშნავს იმ პრობლემების შესახებ, რაც მას და მოზარდებს და აწუხებთ სკოლის პირობებში.

გოგონას მოსაზრებები შეიძლება ბევრისთვის საკამათოა, მაგრამ ის აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია.

"ახლა რასაც დავწერ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არის ჩემი, სუბიექტური აზრი. მე ასე ვფიქრობ და უკვე იმდენი ხანია ამ ყველაფრის ამოღერღვა და ყვირილი მინდა, რომ თავს ვეღარ ვიკავებ.

სკოლა, ეს არის ადგილი, სადაც ვიღებთ განათლებას და ვსწავლობთ დისციპლინას, მაგრამ ჩ ე მ ი ა ზ რ ი თ, რაღატომღაც განათლების სამინისტროში და სკოლაში ვერ არჩევენ ერთმანეთისგან სწავლას, დისციპლინას და გარეგნულ მხარეებს. დღეს ჩემთან კლასში შემოვიდა სასწავლო ნაწილი და განაცხადა (გვიბრძანა კიდეც), რომ გაშლილი თმებით და ფერადი ტანსაცმლით სკოლაში სიარული არ შეიძლება. ერთხელ სკოლის დერეფანშიც სასწავლო ნაწილი ისე მეჩხუბა ჩემი "ფერადი წინდების" გამო, რომ შუა დერეფანში ბოლო ხმაზე მიყვიროდა ,"აქ იქს ფაქტორი არაა სხვადასხვა ნასკებით რომ დადიხარო". რუსთავის რომელიღაცა სკოლაში ბავშვებს საერთოდ გაკეთებული წარბებით უკრძალავენ სიარულს... ჩემი აზრით, ეს სრულიად დაუშვებელი და კატასტროფული ამბავია ჩვენი თაობისთვის და არამარტო.

ასევე იხილეთ: "ფეისბუქზე დავწერე, როგორ არ ვუყვარვარ ჩემს მშობლებს, მე თეთრი აიფონი მინდოდა, იმათ შავი მაჩუქეს..."

ვერ ვხვდები უბრალოდ, რატომ უშლის ვინმეს სწავლაში ხელს ჩემი ფერადი წინდები ან ჩემი გაშლილი თმა (გასაგებია რომ წერის დროს შეიძლება ხელი შემიშალოს გაშლილმა თმებმა და ა.შ, მაგრამ თუ მომინდება მე თვითონ შევიკრავ.) წარბებზე ხო საერთოდ არაფერს ვამბობ.

უბრალოდ მარაზმად მიმაჩნია ის, რომ არ შემიძლია ჩავიცვა ის, რაც მომწონს და მინდა. სკოლაში ვატარებ ჩემი ცხოვრების 3/5ს, კვირაში შვიდი დღიდან 5ს მანდ ვატარებ და აქ ვვითარდები. არ მესმის რატომ უნდა ვიაროთ ყველამ ერთნაირად ჩაცმულებმა, პანაშვიდია?! განაგრძეთ კითხვა