ახლობლებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ თქვენი განწყობის ცვალებადობა. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი სასიხარულო ამბავი. თუმცა, განურჩევლად ყველას ნუ გაუმხელთ თქვენს სიახლეს.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
წიწიბურას მარცვალი:
პატარას წონაა:
1,5 გრამი;
პატარას სიგრძეა:
2 მმ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეექვსე კვირაში?
დადგა ფეხმძიმობის მეექვსე კვირა. ქალის ორგანიზმში აქტიურად გამოიყოფა ჰორმონი პროჟესტერონი. იგი იცავს დედის იმუნურ სისტემას და ნაყოფს ვირუსებისა და ინფექციებისგან. თუმცა, ჰორმონის გამოყოფას უარყოფითი თვისებაც გააჩნია, იგი კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე ახდენს უარყოფით გავლენას, რაც ხშირი გულისრევის შეგრძნებისა და პირღებინების მიზეზია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარ მდგომარეობას "ტოქსიკოზს" ეძახიან.
რას ჰგავს პატარა 6 კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი პატარა უკვე წიწიბურას მარცვლის ხელაა. ციცქნა გულის მოსმენა ჯერ შეუძლებელია, მაგრამ ექოსკოპია დააფიქსირებს შავ წერტილს, რომელიც ფეთქავს. და კიდევ, იგი პატარა კუდიან თავკომბალას ჰგავს. დიახ, დიახ, კუდიანს, რომელიც მოგვიანებით ხერხემლად გადაიქცევა. ემბრიონს უყალიბდება თვალის გუგები, კიდურები. კვირის ბოლოს თითებიც დაიწყებს ჩამოყალიბებას.
თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეექვსე კვირაში
შეცვლილი ჰორმონული ფონის გავლენით შეიძლება მოყავისფრო გამონადენი გაგიჩნდეთ. თუ ეს იშვიათად ხდება და მუცლის ქვემოთ ტკივილი არ ახლავს, სანერვიულო არაფერია. თუმცა, პირად ექიმთან საუბარი ნუ მოგერიდებათ. დიდდება მკერდი, გახშირებულია ტოქსიკოზი და ნერწყვის გამოყოფა. მძაფრდება სუნებისადმი დამოკიდებულება. იცვლება გემოვნური თვისებები. თუმცა, ზოგიერთი ფეხმძიმე ვერც ამჩნევს ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებს. თუ ასეთი იღბლიანთა რიგში ვერ მოხვდით, მე-10, მე-14 კვირამდე მოითმინეთ და უსიამოვნო სიმპტომები თავს დაგანებებთ.
მეექვსე კვირის რჩევა
დროა, გინეკოლოგთან ვიზიტზე ჩაეწეროთ და ქალთა კონსულტაციაშიც აღრიცხვაზე დადგეთ. აირჩიეთ კლინიკა, რომელიც თქვენ სახლთან ახლოსაა და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. გამოჰკითხეთ მეგობრებს (ქალთა ფორუმზეც) კარგი სპეციალისტის შესახებ. ქალთა კონსულტაციაში ექიმი გაგსინჯავთ (შეამოწმებს საშვილოსნოს ყელისაა და საშოს მდგომარეობას). გაგიზომავთ წნევას, მენჯის ზომას; გამოგკითხავთ წარსულის ავადმყოფობებისა და ბავშვობაში გადატანილ ვირუსულ ინფექციებზე, დაგინიშნავთ ანალიზებს (სისხლი, ჰეპატიტი, ინფექციები, სისხლის რეზუს-ფაქტორი და ა.შ.) ეცადეთ, დაუმეგობრდეთ ექიმს და თქვენთვის ყველა მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვათ. თუ ტოქსიკოზის სიმპტომები ძლიერად გაწუხებთ, მოუყევით ამის შესახებაც.
შეიძლება თუ არა ორსულისთვის თმის შეჭრა