თქვენი ექიმის კალენდრის თანახმად, ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრის მეორე თვე სრულდება.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
თხილი.
პატარას წონაა:
3 გრამი;
პატარას სიგრძეა:
2 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის მერვე კვირაში?
საშვილოსნი განაგრძობს ზრდას, ის დაახლოებით გრეიპფრუტის ზომისაა. ჰორმონები ისევ "ცელქობენ". ასე, რომ მშვიდი ფეხმძიმობით ჯერ ვერ დაიტრაბახებთ. ისევ აქტუალური განწყობის მკვეთრი ცვლილება, ცრემლების ვერ შეკავება. ტოქსიკოზი ისევე ინტენსიურად ვლინდება, როგორც ადრე.
რას ჰგავს პატარა 8 კვირის ფეხმძიმობისას?
2 სმ სიგრძეში და 3 გრამი წონაში, პატარა უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანს ემსგავსება. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დროს დაინახავთ მის ხელებს, ფეხებს, სახესაც, რომელზეც ჩანს თვალები, ქუთუთოები, ცხვირი, პირი. პატარას გული უკვე ოთხსაკნიანი გახდა. ყალიბდება თირკმლები, ფილტვები, ჩანს ბრონქები, ყალიბდება ყურები. ჯერჯერობით პატარას სქესის დადგენა რთულია, მაგრამ უკვე ყალიბდება სასქესო ორგანოები. ამ პერიოდში ბავშვი აქტიურად იწყებს მოძრაობს, მაგრამ რადგან საშვილოსნოში თავს თავისუფლად გრძნობს, მის მოძრაობას ვერ გრძნობთ.
რას გრძბობთ ფეხმძიმობის მერვე კვირაში?
საშვილოსნოს იზრდება და შარდის ბუშტს აწვება. შეამჩნევთ, რომ საპირფარეშოში სირბილს მოუმატეთ. აგრეთვე შეგაწუხებთ ყაბზობა. გახშირდება უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ქვედა ზონაში, უმნიშვნელო ტკივილი ზურგის არეში. ფეხმძიმობის მერვე კვირაში შეიძლება გაძლიერდეს გამონადენი. მან შეიცვალოს ფერი და სისხლის ნარევიც გაუჩნდეს - ეს ფაქტი უყურადღებოდ არ გაატაროთ, ეჩვენეთ ექიმს.
მერვე კვირის რჩევა
თუ გახშირებული ნერწყვის გამოყოფა და საკვებისადმი ზიზღი გაწუხებთ, აგრეთვე, თუ გულისრევა კვირაში ხუთჯერზე მეტად გაქვთ, მკურნალ ექიმს უნდა გაესაუბროთ. ძლიერი ტოქსიკოს დროს სპეციალისტმა შეიძლება მკურნალონის განსაკუთრებული მეთოდი დაგინიშნოთ ან მდგომარეობის დასტაბილურებამდე კლინიკაში დაწოლა შემოგთავაზოთ.
თუ ტოქსიკოზისგან ადვილად გათავისუფლდით, სხვა ექიმებსაც ეჩვენეთ. პირველ რიგში - სტომატოლოგს. კარიესმა და პირის ღრუში არსებული ბაქტერიებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ ფეხმძიმობაზე. აგრეთვე ეწვიეთ ოჯახის ექიმს. თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, რომლის დროსაც გარკვეული ჯგუფის წამლებს სვამთ, ექიმს უნდა აცნობოთ ფეხმძიმობის შესახებ, რათა მან მკურნალობის სხვა ვარიანტები შეგირჩიოთ.
რა პრივილეგიები აქვს ორსულობას?