მარიამ კვარაცხელიამ ოცნება აისრულა (+ფოტოები) მამა პეტრე კოლხის ქალიშვილს მარიამ კვარაცხელიას საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. გოგონა ჯერ კიდევ შარშან ამბობდა, რომ მოდელობაზე ოცნებობდა.
როგორც ჩანს, ოცნება აუხდა, რადგან პოდიუმზე უკვე გამოვიდა რამდენიმე სხვადასხვა ლუქით და მისი მშობლების თაიმლაინზეც გაჩნდა მისი ფოტოები და მილოცვები.
"ჩემი მშვენიერი ლედი" - ასე მიაწერა ერთ-ერთი გამოსვლის ამსახველ ფოტოს პეტრე კოლხმა. მარიამს აშკარად კარგად გამოუვიდა დებიუტი და პირველი გამოსვლისთვის შესანიშნავად უჭირავს თავი.