"სირცხვილი არაა, როცა დახმარებას ითხოვ. როცა ძალიან გიჭირს და დუმხარ, ეს დანაშაულია" ეს პოსტი ერთმა კარგმა გოგონამ, სალომე ასათიანმა დაწერა, რომელიც ხშირად ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს. ახლა სალომესაც უჭირს - მისი დედაა ავად და დახმარება თავად სჭირდება:
"სირცხვილი არაა, როცა დახმარებას ითხოვ. როცა ძალიან გიჭირს და დუმხარ, ეს დანაშაულია, მით უმეტეს, როცა ეს შენი მშობლის დაავადებას ეხება. დედაზე დიდი რა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე...
ეს ნაბიჯიც ისეთმა ადამიანებმა გადამადგმევინეს, რომლებიც მართლაც ვერ იძინებენ, როცა ვინმე გასაჭირშია, როცა მეგობარს სნეულება მოერია, რა დაგაძინებს... მეც ასეთი მეგობრობის მწამს და მჯერა... ადამიანი როცა გისმენს, უბრალოდ გისმენს და დილით დგამს ნაბიჯებს შენსკენ, შენ მას არ სთხოვ დახმარებას, უბრალოდ უყვები შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუ როგორ მოუსვენრად ხარ, თუ რამდენი პრობლემაა. ის კი თავისი ნებით, მთელი ძალით შენს გვერდით არის მეორე დღესვე. ამაზე დიდი ძალა არ არსებობს.
ქვეყანაში, სადაც ამდენი სნეულია, ამდენი მშიერი, გულმა როგორ უნდა გაგიძლოს, რომ შენს ყოველდღიურ საკვების რაციონში თუნდაც რაიმე არ მოიკლო და სხვისთვის არ გაიღო. როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, სულ პირადი ბედნიერებისკენ სწრაფვაში.
სიკეთის კეთების გარდა ვერაფერი გადაარჩენს ადამიანებს. როცა ამდენი პრობლემაა, ეს სოციალური ქსელიც გასართობი არ უნდა იყოს, ყველამ რომ რაღაც გააკეთოს ამის მეშვეობით, ვიღაცას შვება მიეცემა. ყველა ადამიანი რომ მცირედით ერთმანეთს გვერდში ედგას, გაჭირვებულიც აღარ იქნებოდა.
ყველა ადამიანში რომ იდოს სიკეთის კეთების სურვილი, ღამე მშვიდი ძილი და ანგელოზების გალობა იქნებოდა.
ვიდრე იმას არ გავითავისებთ, რომ როცა აღარ ვიქნებით, "ექსკლუზიურად" შექმნილი ავეჯი და მანქანები საფლავში არ ჩაგვყვებიან, არც დაგროვებული კაპიტალი, არც უძრავი ქონება... თქვენ ალბათ თავს გაიმართლებთ, რომ ამათ შვილებს დაუტოვებთ? თქვენი საქციელით თუ შვილს არ დაანახებთ სიკეთის კეთების სურვილს, ან თქვენს დაგროვებულ ქონებას ერთხელაც გაანიავებენ, ან ისინიც სულ მატერიალური კეთილდღეობის მოსახვეჭად თქვენნაირად იცხოვრებენ და საბოლოოდ რა იქნება, არავინ იცის...
არავინ არაფერი თავის თავზე არ მიიღოს, ეს გზავნილი უბრალოდ რეალობაა, რომელსაც მე ყოველდღიურად ვხედავ. თუ ვინმემ თავისი თავი ამოიცნო, მე არაფერ შუაში ვარ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ადამიანი აქ არ იგულისხმება.
ეს ცხოვრებაა... ცხოვრება ასეთია, თუ ჩვენ არ შევიცვლებით...
p.s. ჩემს მეგობარს შვილი ჰყავს ავად და მინდა დავეხმარო...
p.s. მე დედა მყავს ავად და მინდა დამეხმაროთ!
ამ ეტაპზე ეს ორი მისია მაქვს..."