ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე, რომელიც 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღშია გადაღებული, აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ერთ-ერთი აღსაზრდელის ნათესავი ამ ფაქტის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზეც წერს:
"არ შემიძლია არ მოგიყვეთ. ხვალ, ჩემ ბიძაშვილის შვილს, თათულიკოს, რომელიც ოთხი წლის არის, ქორწილი აქვს. დიახ ქორწილი. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად გვაჩვენა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები", ქვეპუნქტი: "ქორწილი". ამ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიჭებმა უნდა აირჩიონ გოგონები, რომელზეც სურთ დაქორწინება. მშობლებს დაავალეს მიიტანონ ტკბილეული.
გოგონებს ჩააცვან კაბები, ფატებს თვითონ საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს. არ ვიცი როგორ წყვილდებიან იმ შემთხვევაში, თუ ბიჭების და გოგონების რაოდენობა თანაბარი არ არის (ნუ ეს იმიტომ, რომ ტრადიციებს აწვებიან). ამასობაში, დემეს, თათულის უმცროს დეიდაშვილს აქვს შეკითხვა: "ჯვარისწერა იქნება?" უფროსი დეიდაშვილი აცხადებს, რომ ქორწილს სიძის ოჯახი კისრულობს. ასეა თუ ისე, ხვალ, თათულის ქორწილი აქვს!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.
ვიდეოს ფეისბუქზე ათობით გაზიარება და კომენტარი აქვს. ფეისბუქ-მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან ბაღის ხელმძღვანელობის მიმართ მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ:
წაიკითხეთ ასევე: საჭიროა თუ არა წელიწადში ოთხჯერ ზეიმის ჩატარება ბაღში
"ეს არის მარაზმი, ხალხო. გააზიარეთ და მშობლებს თქვენს გარშემო უთხარით და აუხსენით, რომ ეს არის სიმახინჯე!"
"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამ გამოგათაყვანათ ესე? არც ადრე ბრწყინავდით პრინციპში და ჯერ კიდევ ვერ ვპატიობ თავს, რომ გრძლად და დეტალურად არ დამიწერია, რა ხდება საჯარო ბაღებში, მაგრამ ეს რა უბედურებაა, 4 წლის ბავშვებისთვის მეტი სასწავლებელი ვერაფერი ნახეთ, გარდა იმისა, როგორ აირჩიოს ბიჭმა ცოლი და წარმატებით გათხოვდეს გოგო?"" გაგრძელება