კახი კალაძე რამდენიმე დღეა დაბრუნდა იტალიიდან "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე რამდენიმე დღეა დაბრუნდა იტალიიდან, სადაც ოჯახთან ერთად ისვენებდა. კახი და ანუკი შვილებთან ერთად მილანში იმყოფებოდნენ. მილანში გადაღებულ ფოტოებს ანუკი "ფეისბუქზე" ავრცელებს.
იტალიაში ყოფნის პერიოდში კალაძემ ფეხბურთის ლეგენდა პაოლო მალდინიც ინახულა. ცნობილმა ფეხბურთელმა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანთან გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, წარწერით: "მადლობა ვახშამისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი და თქვენი ოჯახის ხილვა".