ეს ბიჭები ძმები არიან და დიდი ხანია, მათ მსოფლიოს სამედიცინო ელიტა აკვირდებათ. საქმე ისაა, რომ ძმები აქამდე მედიცინისთვის უცნობ სინდრომს ავლენენ - დღისით ჩვეულებრივი, აქტიური ბიჭები არიან, მზის ჩასვლისთანავე კი მოძრაობის უნარს კარგავენ. არც ფეხზე დგომა შეუძლიათ, არც თვალების გახელა და არც ლაპარაკი.
უმარავი ანალიზის მიუხედავად, ექიმებმა მათ სხეულში უჩვეულო ვერაფერი აღმოაჩინეს. მათი მდგომარეობა სინათლეზე დამოკიდებულიც არ აღმოჩნდა - დღისით ძმები ბნელ ოთახში მოათავსეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა - დღის საათებში ჩვეულობრივ აქტიურობდნენ, საღამოს კი მოწყდნენ. ასეთი რამ ჯერ მედიცინის ისტორიაში არ დაფიქსირებულა. ამ ბავშვებს მზის ბიჭები შეარქვეს. (ვიდეოს სანახავად დააწკაპუნეთ მთავარ ფოტოზე)