ფილმში მსახიობი მეხუთე შვილზეა ორსულად... "ჩემი ცოლის დაქალების" ვარსკვლავი, მსახიობი ანი ტყებუჩავა სერიალში მეხუთე შვილზეა ორსულად. ამ ამბის გაგებიდან მაყურებლებმა დაიწყეს მკითხაობა, სინამდვილეშიც არის თუ არა მსახიობი ორსულად - როგორც იცით, მას ჯერჯერობით ერთი ქალიშვილი ჰყავს.
ცოტა ხნის წინ ანი რადიო JAKO FM-ის დილის ეთერის სტუმარი იყო და მხიარულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, ოჯახის წევრებთან ერთად. ამ ფოტოების მიხედვით ძნელია დასკვნის გაკეთება, არის თუ არა მართლა ორსულად მსახიობი. დაველოდოთ მოვლენებს და ანი ტყებუჩავას ოჯახურ დილას გადავავლოთ თვალი.