"ამერიკაში ბროდვეის აკადემიაში დავდივარ..." - რა გეგმები აქვს მარიამ მამადაშვილს - მშობლები

"ამერიკაში ბროდვეის აკადემიაში დავდივარ..." - რა გეგმები აქვს მარიამ მამადაშვილს

2016-11-20 18:55:29+04:00

"ევროვიზიის" ქართველი გამარჯვებულის გულახდილი ინტერვიუ 2016 წლის საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული ქართველი შემსრულებელი, 10 წლის მარიამ მამადაშვილი გახდა. მან კონკურსზე სიმღერა "მზეო" შეასრულა. ახლოს გაიცანით გაიცანით ევროვიზიის ქართველი მონაწილე. ის თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში სწავლობს.

თანაკლასელები და პედაგოგები მარიამს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ხელს უწყობდნენ, კონკურსისთვის მზადების პროცესში. მალტაში გამგზავრებამდე, პატარა მომღერალს სკოლაში სიურპრიზი მოუწყვეს და დადებითი ემოციებით გააცილეს...

- 5 წლის ვიყავი, როცა ჩემს ოთახში შევდიოდი და მუსიკას ვუსმენდი ხოლმე. შემდეგ ერთ-ერთი სიმღერა ვისწავლე. დედამ გაიგონა, რომ ვმღეროდი, ოთახში შემოვიდა და ვიდეო გადამიღო. მერე, "ბასტი-ბუბუს" სტუდიის წარმომადგენელმა ვიდეო ნახა და გვითხრა: შეგიძლიათ, ბავშვი ჩვენთან მოიყვანოთ და აქ ისწავლოსო... "ბასტი-ბუბუში" 1 წელი ვსწავლობდი. შემდეგ "ბზიკების" სტუდიაში გადავედი. იქ 4 წელი ვისწავლე. მერე ამერიკაში გავემგზავრე. 1 წელი იქ გავატარე.

- ამერიკაში რატომ გაემგზავრე?

- ადამიანს იქ მეტი შესაძლებლობა აქვს. ამერიკაში ბროდვეის აკადემიაში დავდივარ, სადაც ცეკვას, ვოკალს, სამსახიობო ოსტატობას ვეუფლები, მუსიკალურად ვვითარდები... ჯგუფთან ერთად კონცერტებში ვმონაწილეობ...

- საქართველოში სპეციალურად საბავშვო "ევროვიზიისთვის" დაბრუნდი?

- დიახ, "ბზიკების" სტუდიიდან დამირეკეს - "ევროვიზიის" კონ­კურსში მონაწილეობა თუ გინდა, შიდა შესარჩევი კონკურსისთვის უნდა ჩამოხვიდეო. ჩამოვედი. სიმღერა - "მზეო" პროდიუსერმა - გიგა კუხიანიძემ დამიწერა. 10 ბავშვს შორის გავიმარჯვე - "საბავშვო ევროვიზიის" საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის შემარჩიეს.

- საერთაშორისო კონკურსისთვის როგორ ემზადები?

- ახლა 3 სიმღერას ვსწავლობ. "მზეო" მთავარი სიმღერაა, რომლითაც "ევროვიზიაზე" საქართველოს წარვადგენ. კლიპიც გადავიღეთ. პლუს, დამატებით რეპერტუარსაც ვამზადებ...

- წინათ რომელიმე კონკურსში მონაწილეობა მიგიღია?

- არასოდეს, მაგრამ კონცერტებში ხშირად ვმონაწილეობდი ("ბასტი-ბუბუ", "ბზიკები", "ბროდვეის" აკადემია).

- პროფესია უკვე არჩეული გაქვს?

- ჯერ არ ვიცი, რომელ პროფესიას ავირჩევ. ალბათ, უფრო მომ­ღერალი გავხდები... "ბროდვეის აკა­­დემიაში" გვასწავლიან, როგორ ვიმღეროთ, ვიცეკვოთ. ამასთან, ვეუფლებით სამსახიობო ოსტატობასაც. როცა მასწავლებლები მოსწავლის შესაძლებლობებში დარწმუნდებიან, ჰოლივუდშიც გზა გვეხსნება. ასე რომ, თუ ნიჭი გაქვს, წარმატებას მიაღწევ.განაგრძეთ კითხვა